Vau.ge

მაკურნებელი ჩაი – სასწაულებეს ახდენს

მაკურნებელი ჩაი - სასწაულებეს ახდენს

მცენარეული დასამშვიდებელი ჩაი შედგება ისეთი მცენარეებისგან, რომლებიც გამოირჩევიან თავისი სედატიური (დამამშვიდებელი) მოქმედედებით.

ამ მცენარეებში შემავალი ნივთიერებები დადებით გავლენას ახდენს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. ამარაგებს მას საჭირო მინერალებით და ვიტამინებით. განსაკუთრებით დადებითად მოქმედებს ნერვული აგზნების დროს.


ნაკრებში შემავალი სასარგებლო და სამკურნალო ნივთიერებები ხელს უწყობს ცენტრალური ნერვული სისტემის გამართულ და სრულფასოვან მუშაობას. ამის ცოდნა ყველას სჭირდება. გიამბობთ ჩვენს მაგალითს.

ოჯახში ერთი საინტერესო ტრადიცია გვაქვს: დილა-საღამოს და თუ მოგვესურვება, შუალედშიც ვსვამთ ჩაის, მაგრამ არა ჩვეულებრივს ან ბალახეულს, არამედ ხის ტოტებისას.

მისი დაყენება დედაჩემისთვის ბებიაჩემს უსწავლებია, ბებიაჩემისთვის — თავის დე-
დას და ასე, თაობიდან თაობამდე.

სხვათა შორის, ჩემი წინაპრები დღეგრძელობით გამოირჩეოდნენ და ამას სწორედ ხის ტოტების ჩაის უმადლოდნენ.

მეც ბავშვობიდანვე გეახლებით ამ ნაყენს და თუმცა უკვე 70 წელს მივუკაკუნე, ავადმყოფობას ჯერაც არ შევუწუხებივარ.

ჩემი მეუღლე, შვილები და შვილიშვილებიც ვაზიარე დღეგრძელობის ამ საიდუმლოს და ღვთის შეწევნით, ჯერჯერობით თავს ისინიც ჩინებულად გრძნობენ.

აიღეთ ვაშლის, მსხლის, ალუბლის, წითელი და შავი მოცხარის თითო ტოტი, 10-15 სმ სიგრძისა; დააქუცმაცეთ, ჩაყარეთ ჩაიდანში და დაასხით ცივი წყალი. 1-2 საათი გააჩერეთ, შემდეგ შედგით ნელ ცეცხლზე და ნახევარი საათი ადუღეთ, რომ გადმოდგამთ, კიდევ 15 წუთი გააჩერეთ და ჩაიც მზადაა.

დროდადრო, უფრო არომატული რომ გავხადო, პიტნას ანგვირილას ვამატებ. თუ რომელიმე სნეულებამ შეგვაწუხა, ჩაიში სამკურნალო ბალახებსაც ვყრი. სინჯეთ, იქნებ თქვენი ოჯახის წევრებსაც ეგემრიელოთ.

აუცილებლად სანახავი:შეჭამეთ ხახვი ყოველ დღე ერთი კვირის განმავლობაში და ნახეთ რა დაემართება თქვენს ორგანიზმს

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Exit mobile version