Vau.ge

2 ინგრედიენტიანი რეცეპტი, რომელიც ებრძვის ბრონქიტს -დაივიწყეთ ხველა!

2 ინგრედიენტიანი რეცეპტი, რომელიც ებრძვის ბრონქიტს -დაივიწყეთ ხველა!

რა არის ბრონქიტი?

ბრონქიტი ბრონქების ლორწოვანი გარსის ანთებითი დაავადებაა. გამოყოფენ მწვავე და ქრონიკულ ბრონქიტს. ბრონქიტის მარტივი ფორმის პარალელურად არსებობს:

თუ დაავადების ნიშნების გამოვლენის ხანგრძლივობა არ აღემატება სამ თვეს, საუბარია მწვავე ბრონქიტზე, ხოლო თუ სიმპტომები უფრო მეტ ხანს გრძელდება (თვეობით, წლობით ) პაციენტს აქვს ქრონიკული ბრონქიტი.


მწვავე ბრონქიტი ინფექციური ფაქტორებით, უპირატესად ვირუსებით, იშვიათად ბაქტერიებით, სოკოებით ან ჰაერში არსებული მავნე ნაწილაკებით (მტვერი, ალერგენები) არის გამოწვეული.

დაავადების განვითარებაზე და გამწვავებაზე მოქმედებს:

– რა სიმპტომებით ხასიათდება ბრონქიტი?

ბრონქიტის მთავარი ნიშანია ხველა. თავდაპირველად მშრალი, მოგვიანებით თეთრი, მოყვითალო ან ყვითელი ფერის ნახველის გამოყოფით. ზოგადი სისუსტე, სუნთქვის გაძნელება, ტემპერატურის მომატება 38 გრადუსამდე, მოსმენით ხიხინი (სტვენისმაგვარი ხმიანობა სუნთქვისას).

აიღეთ დაახლოებით 1 კგ კაკლის უღელი, დაასხით ნახევარი ლიტრი კონიაკი და მჭიდროდ თავდაცული მინის ჭურჭლით ერთი კვირით დააყენეთ გრილ და ბნელ ადგილას.

შემდეგ გაფილტრეთ. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში სამჯერ, ჭამამდე.
ეს ნაყენი, გარდა ხველისა, უხდება სისხლძარღვებს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.

ზოგადი სისუსტის დროს შეგიძლიათ ცოტაოდენი ცხელ ჩაიში ან ყავაში ჩაასხათ და ისე მიიღოთ.

ნაყენი საკმაოდ გემრიელია, თუმცა მისი უზომო სმა, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა
მედიკამენტისა, არ შეიძლება.

ბრონქიტს შველის ალთეს ფესვის ნაყენიც: 1 კოვზს დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი
20 წუთით დააყენეთ, შემდეგ დაუმატეთ გახეხილი ხახვი, კიდევ 20 წუთი გააჩერეთ და დოლბანდში გაწურეთ. მიიღეთ 1 ს/კ, დღეში 3-4-ჯერ.

მომინანქრებულ ქვაბში ჩაყარეთ 1 სუფრის კოვზი სალბი და დაასხით 1 ჩაის ჭიქა რძე.
დაახურეთ თავსახური და ნელ ცეცხლზე წამოადუღეთ. ცოტა ხანი გააჩერეთ, გადაწურეთ და ისევ წამოადუღეთ. დალიეთ ცხელ-ცხელი, ძილის წინ.

ხველის დროს შესანიშნავია ასეთი ნარევიც:

აიღეთ 2 სუფრის კოვზი ახალი ნაღების
კარაქი, 2 კვერცხის გული, 1 ჩაის კოვზი პურის ფქვილი, 2 ჩაის კოვზი თაფლი. კარგად აურიეთ და მიიღეთ რამდენიმეჯერ დღის განმავლობაში.

Exit mobile version