ლუდი რომ წამალია ალბათ ბევრმა თქვენგანმა ამის შესახებ არ იცის
ლუდი აჩქარებს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას, აახალგაზრდავებს უჯრედებს; გერონტოლოგებს მიაჩნიათ, რომ დღეში 1-2 ჭიქა ლუდი აფერხებს ორგანიზმის დაბერებას.
იაპონელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ლუდი გამოდევნის ორგანიზმიდან კანცეროგენურ ნივთიერებებს და 2-3-ჯერ ამცირებს კიბოთი დაავადების რისკს.
ლუდი ერთადერთი სასმელია, რომელიც ორგანიზმიდან გამოდევნის ალუმინის მარილს, კლავს წყურვილს. ლუდი შეიცავს მინერალებსა და ნახშირორჟანგებს, აფართოებს საჭმლის მომნელებელი ორგანოების ლორწოვანი გარსის კაპილარებს, რითაც ხელს უწყობს სისხლში სითხის სწრაფად მოხვედრას.
ის ერთადერთი ალკოჰოლური სასმელია, რომელიც შეიცავს სვიის ისეთ ნივთიერებას, რომელიც ააქტიურებს კუჭის წვენის გამოყოფას და ამცირებს ალკოჰოლის ზემოქმედებას, ეწინააღმდეგება ბაქტერიების გამრავლებას, აქვს ტკივილგამაყუჩებელი და დამამშვიდებელი თვისებები.
ლუდი ნაკლებკალორიულია. სიმართლეს არ შეეფერება - ლუდი ასუქებსო, უბრალოდ, ის მადას მატებს.
0,5 ლ ლუდის მიღება ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს 20%-დან 5%-მდე. ასევე აფერხებს ათეროსკლეროზისა და მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარებას, ხელს უწყობს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის განკურნებას. აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას, უზმოზე 1/2 ჭიქა ლუდის მიღება წმენდს კუჭს ლორწოსგან, რაც სასარგებლოა გასტრიტის დროს.
მდიდარია სილიციუმითა და მინერალებით, რომლებსაც ხორბალი და ქერი შეიცავს, ამაგრებს ძვლებს.
ქერის ალაო ორგანული მჟავების და ვიტამინების წყაროა, რომლებიც წითელი ღვინის მსგავსად ანეიტრალებენ თავისუფალ რადიკალებს.
გრიპის ეპიდემიების დროს პროფილაქტიკის მიზნით შეგიძლიათ 1 ჭიქა ღია ფერის ლუდში ჩააწვეთოთ ლიმონის წვენი, დალიოთ დღეში რამდენჯერმე.
–მადისა და საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად:
მუქი ფერის ლუდში გახსენით 2 სადილის კოვზი არაჟანი, ცოტაოდენი მარილი, კარგად მოურიეთ და მიიღეთ ყოველდღე,
სადილისა და ვახშმის წინ. მკურნალობის კურსი 3 თვეა.
–დანაყეთ 3 კაკალი, დაასხით 1 ჭიქა ლუდი და დაამატეთ ცოტაოდენი მარილი. მიიღეთ
დღეში ერთხელ, სადილის წინ. ეს წამალი ძალიან მოუხდებათ ნაავადმყოფარ, დასუსტებულ და გამხდარ ადამიანებს. მარილის ნაცვლად შეგიძლიათ დაამატოთ 1 ჩაის კოვზი თაფლი.