Vau.ge

ძველებური რეცეპტებიდან გულის დაავადებების დროს ყველაზე კარგი შემდეგი საშუალებებია:

ძველებური რეცეპტებიდან გულის დაავადებების დროს ყველაზე კარგი შემდეგი საშუალებებია:

ეს რეცეპტები მართლაც გასაოცარია

საჭირო ინგრედიენტები და მომზადების წესი: 

აიღეთ 10 ს.კ  კუნელი, 5 ს.კ. ასკილი (წინასწარ დაქუცმაცებული ნაყოფი), მოათავსეთ ქვაბში, დაასხით 2 ლიტრი მდუღარე წყალი. ქვაბი შეფუთეთ და მოათავსეთ თბილ ადგილას 24 საათით.

შემდეგ გაწურეთ დოლბანდში. მიიღეთ 200 გრ. 3–ჯერ დღეში, ჭამის წინ. ეს წამალი განსაკუთრებით კარგად მოქმედებს მიოკარდის ინფარქტგადატანილებზე.


აურიეთ ორი ლიმონის წვენი და 3 საშუალო ზომის ალოეს ფოთლის წვენი. დაამატეთ 500 გრ. თაფლი და დააყენეთ კარგად დახურულ ჭურჭელში მაცივარში 7 დღის განმავლობაში, პერიოდულად მოურიეთ.

მიიღეთ 1 ს.კ. 3–ჯერ დღეში, ჭამამდე ერთი საათით ადრე. ჩაატარეთ მკურნალობის 3–4 კურსი ერთთვიანი შესვენებებით.

როდესაც ტკივილები გულის არეში შეგაწუხებთ, არყის სირჩაში ჩააწვეთეთ 30–40 წვეთი კატაბალახას ნაყენი და გაიჩერეთ პირში 1–2 წუთი. უკეთესად მოქმედებს
კატაბალახას ფესვის და კუნელის სპირტზე ნაყენი.

გახშირებული გულისცემის და გულის არეში ტკივილის დროს მიიღეთ შემდეგი ნარევი:
კატაბალახას ფესვი — 2 წილი,
შავბალახას ბალახი ფარსმანდუკის ბალახი — 1 წილი, ანისულის ნაყოფი - 1 წილი.

1 ს.კ. ნარევს დაასხით 300 მლ. მდუღარე წყალი და დააყენეთ 1 საათით. მიიღეთ 1/2 ჩ.ჭ. 3–4–ჯერ დღეში.

ბალახები ჰიპოტონიის
წინააღმდეგ

დაბალი წნევა გაქვთ? მოამზადეთ კრაზანას, კულმუხოს, ასფურცელას, ბრტყელეკალას ფოთლების ნახარშები. ბრტყელეკალა მცირე დოზებით აღაგზნებს
ნერვულ სისტემას, დიდი რაოდენობით კი, პირიქით, თრგუნავს.

ისეთი მცენარე, როგორიცაა თავკომბალა, მცირე დოზებით ამაღლებს წნევას, დიდი დოზით კი ამცირებს. როგორც სამკურნალო მცენარე რეკომენდებულია ეკალზე მანჯურიული. მისი ფესვების სპირტზე
ნაყენი მატონიზებლად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე. იგი ინიშნება ფიზიკური და გონებრივი დაღლილობის, ჰიპოტონიის და ასტენიის დროს.

აუცილებლად სანახავი:ლიმონის კანის 10 სასარგებლო თვისება – რა დაავადებებს კურნავს ლიმონის ცედრა

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Exit mobile version