გვირილის კომპრესი, სველი, ცხელი საფენები 10 - ჯერ უფრო ძლიერია ვიდრე ნებისმიერი სააფთიაქო ანთების საწინააღმდეგო საშუალება !
გვირილას გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული, მადეზინფიცირებელი, სპაზმოლიტური, ანტიალერგიული, მსუბუქი ტკივილგამაყუჩებელი და დამამშვიდებელი მოქმედება. ასევე ასტიმულირებს კუჭის და ნაღვლის წვენის გამოყოფას, აძლიერებს მადას. ადუნებს გლუვ მუსკულატურას, ხსნის მუცლის ღრუს ორგანოების სპაზმს. ასტიმულირებს ცენტრალური ნერვული სისტემის მუშაობას.
გვირილა არის ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული სამკურნალო მცენარე. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც შინაგანი ასევე გარეგანი სახით. შინაგანად მას ძირითადად იყენებენ კუჭნაწლავის დაავადებების სამკურნალოდ როგორიც არის:
ნაწლავური კოლიკები, გასტრიტი, პეპტიური წყლული, კოლიტი, ქოლეცისტოპათია და სხვა. ასევე ზედა სასუნთქი გზების (გაციებისა და ინფექციური) ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ. ასევე მას აქვს მსუბუქი დამამშვიდებელი, ტკივილგამაყუჩებელი და ანტიალერგიული მოქმედება. მუცლის ძლიერი ტკივილის და კრუნჩხვების დროს.
სააფთიაქო გვირილა გარეგანად გამოიყენება შემდეგი დაავადებების დროს: პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებითი დაავადებები (სტომატიტი, გინგივიტი, სოკოვანი ანთება), ჰალიტოზი (პირის ღრუში არასასიამოვნო სუნი).
ცხელი საინფუზიო კომპრესები გამოიყენება გარე ჰემოროიდული კონუსების, პერიანალური აბსცესების, ვაგინალური დუჟირებისათვის ლეიკორეით და ა.შ. ასვე გამოიყენება ფეხის არასასიამოვნო ოფლდენის დროს.
აქვს ანტი ალერგიული და დამამშვიდებელი ზემოქმედება კანზე. გვირილა კანს უნარჩუნებს ახალგაზრდულ იერს და სინოტივეს. კომპრესების სახით გამოიყენება ჭინჭრის ციების დროს.
ცივი ნაყენი
აიღეთ მცენარის ფხვნილი 10 გრამი და დაასხით 200 მლ. ანადუღარი ცივი წყალი, გააჩერეთ 8 საათის განმავლობაში. შემდეგ გადაწურეთ ორმაგ დოლბანდში. მიღებული ნაყენი მიიღეთ დღეში 3 ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე, თითო ჯერზე ჭიქის 1/3 ნაწილი.
ცხელი ნაყენი
აიღეთ მცენარის ფხვნილი 10 გრამი და დაასხით 200 მლ. მდუღარე წყალი, გააჩერეთ 45 წუთი (გაგრილებამდე). შემდეგ გადაწურეთ ორმაგ დოლბანდში. მიღებული ნაყენი მიიღეთ დღეში 3 ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე, თითო ჯერზე ჭიქის 1/3 ნაწილი.
ნახარში
აიღეთ მცენარის ფხვნილი 10 გრამი და დაასხით 300 მლ. წყალი. დადგით წყლის აბაზანაზე და ადუღეთ 20-30 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადმოდგით და გააჩერეთ გააგრილებამდე, გადაწურეთ ორმაგ დოლბანდში. მიღებული ნაყენი მიიღეთ დღეში 3 ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე, თითო ჯერზე ჭიქის 1/3 ნაწილი.
სველი საფენი
რამდენიმე ფენა დოლბანდი დაასველეთ ნახარშში და ოდნავ გაწურეთ, შემდეგ დოლბანდი დაიდეთ მტკივან ადგილზე. გაიჩერეთ 3-5 წუთის განმავლობაში და შეცვალეთ ახლით. პროცედურა გაიმეორეთ დღეში 3-4 ჯერ.
ცხელი საფენი
რამდენიმე ფენა დოლბანდი დაასველეთ ცხელ ნახარშში და ოდნავ გაწურეთ, შემდეგ დოლბანდი დაიდეთ მტკივან ადგილზე. გაიჩერეთ გაცივებამდე. პროცედურა გაიმეორეთ დღეში 3-4 ჯერ.
კომპრესი
რამდენიმე ფენა დოლბანდი დაასველეთ ცხელი ნახარშით ან ნაყენით და ოდნავ გაწურეთ, შემდეგ დოლბანდი დაიდეთ მტკივან ადგილზე, ზემოდან დაადეთ წყალგაუმტარი ქაღალდი (ან სხვა რამე) შემდეგ დაადეთ ბამბა და გადაიხვიეთ მშრალი დოლბანდით. გაშრობის შემდეგ კომპრესი შეცვალეთ. პროცედურა გაიმეორეთ დღეში 3-4 ჯერ.