Vau.ge

ეს რეცეპტები თქვენი მშველელი გახდება გულძმარვის დროს

ეს რეცეპტები თქვენი მშველელი გახდება გულძმარვის დროს

სხვადასხვა ბალახის ნახარში:

აურიეთ ერთმანეთში თანაბარი რაოდენობის დაქუცმაცებული მრავალძარღვა, ალთეს ფესვები, თავშავა, კრაზანა, კვლიავის ნაყოფი.

1 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით ერთი ჭიქა წყალი, ნელ ცეცხლზე მიიყვანეთ ადუღებამდე და ადუღეთ 15 წუთი. გაგრილების შემდეგ გაფილტრეთ.


2-2 სუფრის კოვზი ნაყენი დალიეთ დღეში 4-ჯერ, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე. რეკომენდებულია დაბალი მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტის დროს.

სელის თესლის ნაყენი:

2 სუფრის კოვზ სელის თესლს დაასხით ნახევარი ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში 2–3 საათი, გაფილტრეთ, შემთბარი ნაყენი დალიეთ ძილის წინ, თუ გულძმარვა უპირატესად ღამე გივითარდებათ.

ეს რეცეპტი ეფექტურია კუჭის ძლიერი სეკრეციის დროს.  სხვადასხვა ბალახის ნაყენი კუჭის მომატებული სეკრეციის დროს:

ერთმანეთში აურიეთ თანაბარი რაოდენობით ფარსმანდუკი, სააფთიაქო გვირილა, კრაზანა, ძირტკბილას ფესვები.

ამ ნარევის 10 გრამს (ერთი სუფრის კოვზი) დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი. გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში 2-3 საათი, შემდეგ გაფილტრეთ.

ნაყენი დალიეთ შემთბარი, თითო ჭიქა დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით
ადრე. მკურნალობის კურსი შეადგენს 2-4 კვირას. ეს რეცეპტი ეფექტურია კუჭის ძლიერი სეკრეციის დროს.

სხვადასხვა ბალახის ნაყენი კუჭის დაქვეითებული სეკრეციის დროს:

აურიეთ ერთმანეთში ერთი წილი კრაზანა, 4 წილი მელისა, 3 წილი მრავალძარღვა, 2
წილი ახალი ჭინჭარი, 2 წილი თავშავა, 1 სუფრის კოვზ ნაყენს დაასხით 2/3 ჭიქა წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე, გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში 2-3 საათი, შემდეგ გაფილტრეთ.

მიიღეთ 2 სუფრის კოვზი ნაყენი დღეში 4 ჯერ, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე. რეკომენდებულია დაბალი მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტისას.

კოთხუჯის ფესვების ნაყენი:

1 ჩაი კოვზ დაქუცმაცებულ კოთხუჯის ფესვებს შეურიეთ 4 სუფრის კოვზი დაფხვნილი მელისა. 1 ჩაის კოვზი ნარევი გააზავეთ 1/3 ჩაის კოვზი თბილი წყლით და დალიეთ დღეში 3-ჯერ ჭამამდე 15-20 წუთით ადრე. ეს საშუალება რეკომენდებულია გულძმარვის, მუცლის შებერილობისა და მეტეორიზმის დროს.

აუცილებლად სანახავი:ორეგანო, იგივე თავშავა, კურნავს ყველაზე რთულ დაავადებებს

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Exit mobile version