Vau.ge

ნახეთ, როგორ მზადდება კომბოსტოს შნიცელი! ძალიან გემრიელი და მარტივი რეცეპტი…

დაგჭირდებათ:

• 1 კგ. კომბოსტო
• 3 ც. კვერცხი
• 50 გრ. საფანელი
• 3 ს. კ მარილიანი კარაქი
• მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადება:

1. დაჭერით კომბოსტო ისე, რომ თითოეული ნაჭერი არ დაიშალოს. გაათავისუფლეთ თეთრი გულისგან.

2. მოხარშეთ კომბოსტო მარილიან წყალში 5 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი დაწურეთ.

3. გათქვიფეთ ჯამში კვერცხი, დაუმატეთ მარილი და პილპილი. ცალკე ჯამში მოათავსეთ საფანელი.

4. თითოეული კომბოსტონს ანჭერი ამოავლეთ კვერცხში, შემდეგ საფანელში და ისევ კვერცხში. ამგვარი პანირების შემდეგ შეწვით გახურებულ ცხიმში, მანამ სანამ ორივე მხრიდან არ მიიღებს ოქროსფერ შეფერილობას.

Exit mobile version