Vau.ge

ვაშლის ნამცხვარი გერმანულად! ის მარტივად გამოსაცხობია და არაჩვეულებრივი გემო აქვს!

ალფელკუხენი გერმანულიდან ითარგმნება, როგორც ვაშლის ნამცხვარი. მისი გამოცხობა მარტივია, გემო კი – განუმეორებელი.

ინგრედიენტები:

• 250 გრამი კარაქი

• 20 გრამი ვანილის შაქარი

• 350 გრამი ფქვილი

• 250 გრამი შაქარი

• 15 გრამი გამაფხვიერებელი

• 5 კვერცხი

• 1 კგ ვაშლი

• 0.5 ჩ/კ დარიჩინი

• ცოტაოდენი მარილი

• შაქრის პუდრი მოსართავად

მომზადება

1. ჯამში ჩადეთ კარაქი, დააყარეთ შაქარი, ვანილის შაქარი და ჩატეხეთ კვერცხი. მოურიეთ ერთგვაროვან მასამდე. დაამატეთ მარილი. შეურიეთ გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი. კარაქიან შიგთავსს დაუმატეთ ცოტაოდენი ფქვილი. მოზილეთ ცომი. უნდა მიიღოთ კრემის მსგავსი კონსისტენცია.

2. ვაშლი გარეცხეთ, დაჭერით ნაჭრებად, მოაყარეთ დარიჩინი და დაუმატეთ ცომს. კარგად აურიეთ.

3. საცხობ ფორმას საცხობი ქაღალდი გადააკარით.

4. ვაშლიან ცომს ფორმა მიეცით და საცხობ ფორმაზე მოათავსეთ.

5. აცხვეთ ნამცხვარი 200 გრადუსზე 40 -45 წუთის განმავლობაში.

ნამცხვარს მოაყარეთ შაქრის ფხვნილი. შეგიძლიათ ექსპერიმენტიც ჩაატაროთ და ვაშლის ნაცვლად, ნამცხვარი ატმით, ქლიავითა თუ გარგარით გააკეთოთ. ძალიან გემრიელი გამოდის თუ ცომს ბერძნულ თხილს დაუმატებთ.

Exit mobile version