თუ ვენები დაგებერათ, ხალხური მედიცინა თქვენი მშვეველი გახდება ! შეუფასებელი მალამო, რომელიც დღესვე უნდა მოამზადოთ !
ვარიკოზული ვენები კვანძოვანი, გადიდებული ვენებია. ვარიკოზი ნებისმიერ ვენაზე შეიძლება განვითარდეს, თუმცა უმეტესად წვივისა და ტერფის ვენები ზიანდება, ვინაიდან ვერტიკალურ მდგომარეობაში ყოფნა – ფეხზე დგომა და სიარული – სხეულის ქვედა ნაწილის ვენებზე ზეწოლას ზრდის.
ვარიკოზული ვენები და მსუბუქი (ზედაპირული) ვენური წნულები ზოგისთვის თუ მხოლოდ კოსმეტიკური პრობლემაა, ზოგს ისინი ძლიერი ტკივილისა და დისკომფორტის წყაროდ ექცევა.
ზოგჯერ ვარიკოზული ვენები სერიოზულ პრობლემებს იწვევს. ამავე დროს, ისინი სისხლის მიმოქცევის სხვა პრობლემების მაღალი რისკის მაუწყებელიც არის.
ვარიკოზის მკურნალობა გულისხმობს კიდურების სპეციფიკურ მოვლას, კონსერვატიულ ან ქირურგიულ მკურნალობას, რაც ვენის დახურვას ან ამოკვეთას გულისხმობს.
ვენის ვარიკოზული გაგანიერება თავისთავად ტკივილს არ იწვევს. ვარიკოზზე შესაძლოა მიანიშნებდეს:
- ვენების მუქი იისფერი ან ცისფერი შეფერილობა;
- დაკლაკნილი ან ამობურცული ვენები, რომლებიც ხშირად ფეხებზე თოკებივით არის განფენილი.
- გარდა ამისა, ვარიკოზს შესაძლოა თან ახლდეს:
- უსიამოვნო შეგრძნება, სიმძიმის შეგრძნება ფეხებში;
- სიმხურვალე, კუნთების კრუნჩხვითი ტკივილი და კოჭების შეშუპება;
- ტკივილის გამძაფრება დიდხანს ჯდომის ან ფეხზე დგომის შემდეგ;
- ქავილი ერთი ან რამდენიმე ვენის გარშემო;
- წყლულების გაჩენა კოჭის გარშემო.
დააქუცმაცეთ და აურიეთ ერთმანეთში თითო ჩაის კოვზი: კოთხუჯის ფესვი, კულმუხოს ფესვი, ძიძო, ძახველის ნაყოფი ან ქერქი, მრავალძარღვა, შვიტა; ან: არყის ხის ფოთოლი, ძიძო, სამყურას ყვავილი, ჟოლოს ფოთოლი, ბაბუაწვერას ფესვი, ფურისულას ფესვი, ლობიოს პარკი; ან: მოცვის ფოთოლი, გულყვითელას ყვავილი, მარმუჭის ფოთოლი, მრავალძარღვა, შვიტა.
2 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ადუღეთ 10 წუთი თავდახურული ჭურჭლით ძალიან ნელ ცეცხლზე, შემდეგ გადაასხით თერმოსში, გააჩერეთ 6 საათი და მიიღეთ დღის განმავლობაში 150 მლ ნაყენი ჭამის წინ.
პირველ წელს ნაყენი რეგულარულად, ყოველდღე უნდა მიიღოთ, თან ნაკრები 2-3 თვეში ერთხელ უნდა ცვალოთ. მომდევნო წლიდან ნაყენი ასევე ყოველდღე სვით, მაგრამ 1,5-2 თვეში ერთხელ 10 დღით შეისვენეთ.
გამობერილ ვენებზე დაიდეთ წყლისა და ვაშლის ძმრის ხსნარის (1:1) საფენები. ვაშლის ძმარი უმჯობესია თავად დაამზადოთ.
მე ვენებზე წასასმელად სპეციალურ მალამოსაც ვამზადებ. ვიღებ რომელიმე ნაკრებს ამ სამიდან:
კრაზანა, ქაფურა, მარმუჭის ფოთოლი, ფურისულასფესვი, აბზინდა, ორკბილა; ძიძო, სამყურას ყვავილი, ოროვანდის ფესვი, ჟოლოს ფოთოლი,ბეგქონდარა; კრაზანა, გულყვითელას ყვავილი, ქაფურას ყვავილი, ვირისტერფა, გვირილა, ვარდკაჭაჭა;
3 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ნარევს ვასხამ 100 მლ მდუღარე წყალს, 5 წუთის
განმავლობაში ვადუღებ ნელ ცეცხლზე და თან განუწყვეტლივ ვურევ, შემდეგ ვამატებ
75გ გამდნარ ღორის მუცლის ქონს და ამდენსავე მცენარეულ ზეთს. ვინახავ მაცივარში.
მალამო სქლად უნდა დაიდოთ ვენებზე, დაიფაროთ ორფა დოლბანდი, ზემოდან ცელოფანი და შეიხვიოთ. ნახვევი დღეში 3-ჯერ უნდა გამოიცვალოთ.