Vau.ge

აი რა უნდა იცოდეთ თუ გულის ნევროზი გაქვთ – იყავით ყურადღებით !

აი რა უნდა იცოდეთ თუ გულის ნევროზი გაქვთ - იყავით ყურადღებით !

გულის ნევროზის დროს ადამიანს იპყრობს განგაშისა და უსაფუძვლო შიშის ერთგვარი შეტევა. გაძლიერებულ გულისცემას, ჰაერის უკმარისობას მოჰყვება ოფლიანდება და სხვა სიმპტომები. როგორც წესი კარდიოფობიით დაავადებულს ასეთი შეტევა არ ემართება კლინიკაში ან კლინიკასთან ახლოს, რადგან იცის, რომ ექიმი ანლოსაა და დაეხმარება.

დაავადების მიმდინარეობა ხანგრძლივია, პროგნოზი კეთილსაიმედო. აღსანიშნავია, შეუსაბამობა პაციენტის ჩივილებსა და ჯანმრთელობის ობიექტურ მდგომარეობას შორის!


დეპრესიული მდგომარეობის, ნერვული სისტემის გამოფიტვის,ასთენიისა და ნერვული წარმოშობის სისუსტის დროს სვით შვრიის ღეროების ნახარში:

3 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ შვრიის ღეროს დაასხით 2 ჭიქა ადუღებული წყალი. მიიღეთ ჭამის წინ, დღეში სამჯერ.

ნერვული სისტემის გამოფიტვისა და უძილობის შემთხვევაში მიიღეთ ნაღველას ნაყენი:

2 სუფრის კოვზი დააქუცმაცეთ, დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი და ადუღეთ 10
წუთს. მიიღეთ ნახევარი ჭიქა დღეში სამჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

თუ არ გაწუხებთ მაღალი არტერიული წნევა და გული, არ გტანჯავთ უძილობა, ნევრასთენიისა და დეპრესიის დროს მიიღეთ მანჯურიული არალიის ფესვების ნაყენი, 15-20 წვეთი დღეში ორჯერ.

აიღეთ თითო ჩაის კოვზი კატაბალახას ფესვი, ბარამბოს ფოთოლი და 3 ჩაის კოვზი
ფარსმანდუკის ბალახი. ამ ნარევს დაასხით 2,5 ჩაის ჭიქა ცივი წყალი და 3 საათით დადგით გრილ ადგილას, შემდეგ 5 წუთის განმავლობაში ხარშეთ ნელ ცეცხლზე, გააგრილეთ, გადაწურეთ და დალიეთ დღეში 1 ჩაის ჭიქა რამდენიმე ულუფად.

კარგად დააქუცმაცეთ და ერთმანეთში აურიეთ:

ერთ სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი, დააყენეთ 5-6 საათით
და გაწურეთ. მიიღეთ 1/4 ჭიქა დღეში 4-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

ამ ნაყენის განუწყვეტლივ მიღება არ შეიძლება ნერვულ სისტემაზე ცუდად იმოქმედებს. ამიტომ დროდადრო რამდენიმე კვირით უნდა შეისვენოთ. ნაყენი აწესრიგებს ძილსაც.

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Exit mobile version