ეფექტური გზები სხვადასხვა ხველისგან თავის დასაღწევად : აუცილბლად მოსამზადებელი რეცეპტები !
ხველის მიზეზი, ყველაზე ხშირად, სხვადასხვა დაავადების გამომწვევი ბაქტერია, ვირუსი და სხვა მიკროორგანიზმებია.
უფრო დაწვრილებით განვიხილოთ რამ შეიძლება გამოიწვიოს ხველა:
- ვირუსები : გრიპის ვირუსი, ადენოვირუსი და სხვა;
- ბაქტერიები: სტაფილოკოკი, სტრეპტოკოკი, ლეგიონელა და სხვა;
- მიკროპლაზმები;
- ალერგია: მტვერი, ცხოველების ბეწვი, ოთახის მცენარეები, სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებების აორთქლება (წებო, საღებავი, სარეცხი საშუალება და სხვა.);
- თამბაქოზე დამოკიდებულება, მათ შორის პასიური მწეველობა;
- საკვების ნარჩენები (როდესაც საკვების პატარა ნაწილები რჩება, და აღიზიანებს ყელს);
- ცივი სასმელები;
- ზედმეტად ცივი ან ზედმეტად ცხელი ჰაერის შესუნთქვა.
რეცეპტები, რომლებიც ძალიან ეფქტურია ხველის დროს:
ბოლოკი დავჭრათ პატარა კუბიკებად, მოვათავსოთ ცეცხლგამძლე ქვაბში და მოვაყაროთ შაქარი. გამოაცხვეთ ღუმელში 2 საათის განმავლობაში. მიღებული მასა გაწურეთ, გადაიტანეთ წვენი მინის ჭურჭელში. მიიღეთ 2 ჩ.კ. 3-4 ჯერ დღეში ჭამის წინ და ღამით ძილის წინ.
დავჭრათ შავი ბოლოკი, დავასხათ ცოტა თაფლი. რამდენიმე საათის შემდეგ ბოლოკი წვენს გამოყოფს. მიღებული წვენი დალიეთ დღეში 3-ჯერ:
- მოზრდილები - 2 ს.კ.
- ბავშვები 4-14 წლის - 1 ს.კ.
ღამით დალიეთ 200 მლ თბილი რძე, გახსნით მასში 1 ს.კ. თაფლი.
Მოხარშული ან ღუმელში გამომცხვარი მსხალი შესანიშნავი საშუალებაა ძლიერი ხველების დროს. ხმელი მსხლის ნახარში კლავს წყურვილს მაღალ ტემპერატურაზე. 1 ჭიქა დაჭრილ მსხალს დაასხით 500 მლ წყალი, ადუღეთ 20 წუთი. გააჩერეთ, 4 საათის განმავლობაში. დალიეთ 100 მლ 4-ჯერ დღეში ჭამამდე 30 წუთით ადრე.
ნახველის გამოყოფის გასაადვილებლად მიირთვით თხილის წვენი თაფლით ან ჩიყვის სიროფით, 1 ს.კ. დღის განმავლობაში რამდენჯერმე. ამავდროულად, ჩაის ნაცვლად დალიეთ გამხმარი მარწყვის ნახარში.
Გამოიყენეთ კომპრესები ძველი ხველის სამკურნალოდ. შეურიეთ 1 ს.კ. ფქვილი, 1 ს.კ. მშრალი მდოგვი, 1 ს.კ. მზესუმზირის ზეთი, 1 ს.კ. თაფლი და 1 ს.კ. არაყი. გააცხელეთ ნარევი წყლის აბაზანაზე, მუდმივად აურიეთ. მიღებული მასა წაუსვით მარლის სახვევზე და დაიდეთ მკერდზე.
ზემოდან დააფარეთ პოლიეთილენი, შემოიხვიეთ თბილი შარფით. გააჩერეთ სანამ კომპრესი არ გაგრილდება.
გახეხეთ 2 მწიფე ბანანი, დაასხით 200 მლ ცხელი წყალი, ადუღეთ 10 წუთი. გადაწურეთ, დაუმატეთ თაფლი. დალიეთ თბილი.
შეურიეთ 100 მლ ახალი ბოლოკის, სტაფილოს წვენი, დაუმატეთ 100 მლ რძე და 1 ს.კ თაფლი. დალიეთ 1 ს.კ. 6-ჯერ დღეში.