Vau.ge

მძლავრი ანთების საწინააღმდეგო ინგრედიენტებით დამზადებული სასმელები, რომლებიც ამარცხებს კოლიტს

მძლავრი ანთების საწინააღმდეგო ინგრედიენტებით დამზადებული სასმელები, რომლებიც ამარცხებს კოლიტს!

კუჭნაწლავის დაავადებებს შორის კოლიტი ერთ ერთი მნიშვნელოვანია. კოლიტი მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთებაა. კლინიკურად დაავადებას ახასიათებს მუცლის ქვედა ნაწილში ჭიპის ირგვლივ ტკივილი, შებერილობა, ფაღარათი, ჭინთვების დროს ლორწოს, და ზოგჯერ სისხლის გამოყოფა, ტემპერატურის მატება;

გამომწვევი მიზეზის მიხედვით ის შეიძლება იყოს:          

მწვავე კოლიტისათვის დამახასიათებელია მწვავე სპაზმური ხასიათის ტკივილი მუცელში, ფაღარათი, ზოგადი სისუსტე, განავალი თხიერია ზოგჯერ სისხლის და ლორწოს მინარევით, მძიმე შემთხვევაში წყლისებრი 15-20 ჯერ დღეში მტკივნეული ტენეზმებით.

ზოგადი ინტოქსიკაციის სიმპტომებით, სხეულის ტემპერატურის მომატება, ენა მშრალი რუხი ფერის ნადებით, სისხლში ცვლილებებით -- ლეიკოციტოზი, ედს-ის მომატება.

მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება და კვების რაციონის მოწესრიგება.

Სელის თესლის ინფუზია

სელის თესლი შეიცავს უამრავ ბოჭკოს, ომეგა -3 ცხიმოვან მჟავებს, ვიტამინებსა და მინერალებს, რომლებიც აუმჯობესებენ ნაწლავის მუშაობას და აღადგენს კოლიტით დაავადებულ მსხვილ ნაწლავს.

როგორ გამოვიყენოთ?

სუფრის კოვზი სელის თესლი დაალბეთ 1  ჭიქა წყალში 12 საათის განმავლობაში, გადაწურეთ და დალიეთ.

ალოე ვერა

მას აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისებები და აღადგენს მსხვილი ნაწლავის ლორწოვან გარსს, აუმჯობესებს მის ფუნქციას.

ამ მცენარეს ასევე აქვს დამამშვიდებელი ეფექტი, ამიტომ არ არის რეკომენდებული მისი მიღება კოლიტის დროს, რომელსაც თან ახლავს დიარეა.

Როგორ გამოვიყენოთ ?

მიიღეთ ორი სუფრის კოვზი ალოეს რბილობი უზმოზე. ასევე შეგიძლიათ ალოეს წვენი მოამზადოთ რბილობით და  ნახევარი ჭიქა წყლით, დაუმატეთ 1  სუფრის კოვზი თაფლი.

ბანანი

ბანანი იდეალურია წყლულოვანი კოლიტის სამკურნალოდ, რადგან აქვს მსუბუქი საფაღარათო ეფექტი, ადვილად ათვისებადია და აჩქარებს დაზიანებული ქსოვილების აღდგენის პროცესს.

როგორ გამოვიყენოთ?

Მიირთვით დღეში ერთი-ორი ბანანი, შეგიძლიათ  შეურიოთ ნატურალურ იოგურტს, რადგან ის შეიცავს ბუნებრივ პრობიოტიკებს, რომლებიც აღადგენს ნაწლავის მიკროფლორას.

გვირილის ჩაი

ეს ინფუზია ხელს უწყობს კოლიტის მართვას და აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი, ხელს უწყობს ნაწლავის ანთების შემცირებას.

Როგორ გამოვიყენოთ?

ჭიქა წყალი მიიყვანეთ ადუღებამდე, დაუმატეთ ორი სუფრის კოვზი გვირილის ყვავილი, დატოვეთ ეს ინფუზია 10 წუთის განმავლობაში, გადაწურეთ და დალიეთ დღეში ორი  ჭიქა.

Exit mobile version