Vau.ge

ფასდაუდებელი სასმელი, რომელიც გაწმენდს თირკმელებს და გააუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას!

ფასდაუდებელი სასმელი, რომელიც გაწმენდს თირკმელებს და გააუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას!

ხალხურ მედიცინაში ასკილის ნაყოფს იყენებენ სურავანდის, კუჭის, თირკმელების, ღვიძლის, ნაღველის დაავადების დროს. თესლის ნახარშს სვამენ თირკმელებისა და შარდის ბუშტის კენჭოვანი დაავადებების შემთხვევაში.

სამედიცინო პრაქტიკაში ასკილის ნაყოფი გამოიყენება ავიტამინოზის დროს, აგრეთვე როგორც ნაღველმდენი საშუალება, ბოლო ხანებში იყენებენ სკლეროზის საწინააღმდეგოდ

ასკილის ნაყოფის ძირითადი თვისებები დაკავშირებულია ასკორბინის მჟავის მოქმედებასთან. მონაწილეობს სისხლის შედედების პროცესში, სტეროიდული ჰორმონების და კოლაგენის სინთეზში.

ორგანიზმში ხელს უწყობს ფერმენტების წარმოქმნის პროცესს, რაც თავისთვად კარგად აისახება საკვების მონელების პროცესზე. ამაღლებს ორაგნიზმის დაცვით ფუნქციას ინფექციების და ვირუსების წინააღმდეგ. ამაღლებს შრომისუნარიანობას და ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს.

ასკილის ნაყოფი გამოიყენება C ვიტამინის დეფიციტის აღმოსაფხვრელად, სისხლის შედედების გასაუმჯობესებლად, სურავანდის (C ვიტამინის ნაკლებობა), ჰემოფილიის (სისხლის დაავადება, რომელსაც ახასიათებს სისხლის მიმოქცევის უკმარისობა), სისხლდენის (ცხვირინად, ფილტვებიდან, საშვილოსნოდან), ინფექციური დაავადებების, ადისონის დაავადება (თირკმელზედა ჯირკვლის პირველადი ქრონიკული უკმარისობა), ღვიძლის დაავადებების, ძვლის მოტეხილობის, სამრეწველო შხამებით მოწამვლის, დიდიხნის შეუხორცებელი ჭროლობების და წყლულების, ქოლეცისტიტის, ჰეპატიტის დროს. ასევე კარგი ჩვენებები აქვს კორონალური ათეროსკლეროზის და ქოლესტერინის შემცირების კუთხით.

ცხელი ნაყენი

აიღეთ მცენარის ფხვნილი 10 გრამი და დაასხით 200 მლ. მდუღარე წყალი, გააჩერეთ 45 წუთი (გაგრილებამდე). შემდეგ გადაწურეთ ორმაგ დოლბანდში. მიღებული ნაყენი მიიღეთ დღეში 3 ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე, თითო ჯერზე ჭიქის 1/3 ნაწილი.

ასკილის სამკურნალო ჩაი

გამხმარი ასკილი მოათავსეთ ჭიქაში და დაასხით მდუღარე წყალი, ცხელ წყალში გააჩერეთ 3-5 წუთის განმავლობაში, თუ გსურთ უფრო ძლიერი ნაყენის მიღება შეგიძლიათ გააჩეროთ უფრო დიდხანს. მიიღეთ დღეში 3 ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე.

ფესვების ნახარში გამოიყენება შარდის ბუშტის ანთების შემთხვევაში, იგი მადის მომგვრელი და კარგი შემკვრელი საშუალებაა კუჭ-ნაწლავის აშლილობის დროს. 2 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ფესვებს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი (მომინანქრებულ ჭურჭელში), ადუღეთ 15 წუთი ნელ ცეცხლზე, დადგით 2 საათი გასაცივებლად, გაწურეთ. დალიეთ 1/2 ჭიქა 4-ჯერ დღეში ჭამის წინ.

ასკილის ნაყოფი გამოიყენება სხვადასხვა სამკურნალო მცენარეებთან ერთად ნაკრებებში, ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორებიცაა სისხლნაკლებობა, ავიტამინოზი, სხვადასხვა სახის სისხლდენები.

 

Exit mobile version