Vau.ge

გაიგეთ რომელი ხილი და ბოსტნეულია საუკეთესო კიბოს პრევენციისთვის

ყველამ ვიცით, რომ ხილი და ბოსტნეული ჩვენი ჯანმრთელობისთვის საჭირო ნივთიერებებსა და ვიტამინებს შეიცავენ და მათი ხშირად მიღება აუცილებელია. თუმცა, ზოგი მათგანი უფრო კარგი თვისებების მატარებელია და ბევრად მნიშვნელოვანი დანიშნულება აქვთ ჩვენი ჯანმრთელობისთვის.

კვლევების შედეგად გამოვლინდა განსაკუთრებით სასარგებლო თვისებებისა და ვიტამინების მქონე ხილისა და ბოსტნეულის სახეობები, რომლებიც, ასევე, დიდ როლს თამაშობენ კიბოს პრევენციაში.

პომიდორი

ლიკოფენი წითელი პიგმენტია, რომელსაც პომიდორი დიდი რაოდენობით შეიცავს და კიბოს პრევენციისთვის საკმაოდ მნიშნელოვა ნივთიერებაა.

საზამთრო

პომიდორის მსგავსად, საზამთროც ლიკოფენის საკმაოდ მდიდარი წყაროა.

ფორთოხალი

C ვიტამინი, როგორც აღმოჩნდა, საყლაპავი მილისა და მუცლის კიბოს რისკებს მნიშვნელოვნად ამცირებს. ასევე, მისი ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისების გამო, C ვიტამინი ორგანიზმში კიბოს გამომწვევი ქიმიური ნივთიერებების წარმოქმნას ანეიტრალებს.

ბულგარული წიწაკა

ბულგარული წიწაკაც საკმაოდ მდიდარია C ვიტამინით. ყველაზე მეტ C ვიტამინს ყვითელი, ხოლო ყველაზე ნაკლებს მწვანე ბულგარული წიწაკა შეიცავს.

ბრიუსელის კომბოსტო

ჯვაროსანი ბოსტნეულები აღიარებულია საუკეთესო პროდუქტებად კიბოს პრევენციისთვის. სწორედ ასეთია ბრიუსელის კომბოსტო.

თეთრი გრეიფრუტი

თეთრი გრეიფრუტი შეიცავს 1.7 სელენიუმის მიკროგრამს და გამოირჩევა იგივე ანტიოქსიდანტური თვისებებით, როგორც C ვიტამინი და ბეტა-კაროტინი.

ისპანახი

ისპანახი მდიდარია სელენიუმით და კაროტინოიდით, რაც მნიშვნელოვანი ნივთიერებებია კიბოს პრევენციისთვის.

Exit mobile version