უმარტივესი რეცეპტები, რომელთა გამოყენების შემთხვევაშიც, თვალების გადაღლა და ტკივილი საბოლოოდ გაივლის
რამდენიმე წელია, კომპიუტერთან ვმუშაობ. დღეში 6-7 საათს მონიტორთან ჯდომა
მიწევს. თავდაპირველად ამგვარ დატვირთვას ადვილად ვუძლებდი, ახლა კი სულ უფრო მეტად მიჭირს, თვალების გადაღლის სინდრომისთვის დამახასიათებელი აშკარა ნიშნები
მაწუხებს.
რამდენიმე თვის წინ ნაცნობების რჩევით ხელოვნური ცრემლის ხმარება ვცადე,
მაგრამ მაინცდამაინც არ მიშველა. ერთერთ წვეულებაზე მეგობრებთან დავიჩივლე, მათ კი პიტნის ნაყენი მირჩიეს. სიცილად არ მეყო, მაგრამ მაინც ვსინჯე და რამდენიმე დღის შემდეგ აშკარა შვება ვიგრძენი. გთავაზობთ ამ მეტად სასიამოვნო წამალს ყველას, ვისაც
თვალების გადაღლა აწუხებს.
ეს რეცეპტი გამოგადგებათ ქუთუთოების ხშირი შეშუპებისა და ანთების დროსაც:
უნდა აიღოთ 1 სუფრის კოვზი პიტნა (უმჯობესია ველური) და დაასხათ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე, დადგათ დაბალ ცეცხლზე და ადუღოთ 5-10 წუთს, გააგრილოთ და გადაწუროთ.
მიიღებთ ნახარშს, რომელიც უნდა გააცივოთ ოთახის ტემპერატურამდე. შემდეგ მასში დაასველეთ ბამბის ტამპონი (ძლიერ არ გაწუროთ), გააბრტყელეთ და 10 წუთით დაიდეთ თვალზე.
– ვისაც პიტნა არ მოსწონს, შეუძლია, გვირილის ნაყენი გამოიყენოს: 1-2 ჩაის კოვზ მშრალ გვირილას უნდა დაასხათ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე, გააჩეროთ 10-15 წუთს, გაწუროთ და ნაყენში დასველებული საფენები 3-5 წუთით დაიწყოთ თვალებზე.
განსაკუთრებით კარგია ამ პროცედურის ჩატარება დილით, რათა მთელი სამუშაო დღის განმავლობაში თვალების დაღლილობამ თავი აღარ შეგახსენოთ.
თუ ქუთუთოები შეწითლებული გაქვთ, ხოლო კანი აქერცლილი, თბილ ნახარშში
დასველებული ტამპონი დაგჭირდებათ, რომელიც ზედიზედ 3-4-ჯერ 1-2 წუთით უნდა
დაიდოთ ქუთუთოებზე და მოიცილოთ.
თვალის გამოშრობის, ქუთუთოების შეწითლებისა და შესივების დროს შვებას მოგგვრით ცაცხვის ყვავილის ნაყენი: 1-2 ჩაის კოვზგამხმარ ყვავილს უნდა დაასხათ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე, გააჩეროთ 10-15 წუთს და თვალები ამოიბანოთ. გადაღლილ თვალებს, გაწითლებულ ქუთუთოებს უხდება ახალი კიტრის წვენის საფენებიც.
აქვე მოგიყვებით, როგორ მოვიცილე თვალზე გადაკრული ლიბრი.
თვალზე მღვრიე აპკი გადამეკრა, მაგრამ მხედველობა არ დამკლებია, ამიტომ ექიმთან არ მივსულვარ, გადავწყვიტე, შინ ხალხური წამლებით მემკურნალა. ხალხური მედიცინის შესახებ უამრავი წიგნი გადავიკითხე და მივაგენი კიდეც არაჩვეულებრივ საშუალებას.
აი ეს რეცეპტი:
- 1 ჩაის კოვზ გახეხილ ხახვს დაასხით 100გ ცხელი რძე, 6 საათს გააჩერეთ მჭიდროდ
თავდახურულ ჭურჭელში, გაწურეთ და შეინახეთ. ჩაიწვეთეთ თვალში თბილ-თბილი, 1-2 წვეთი კვირაში 1-2-ჯერ.