Vau.ge

ტაფაზე გამომცხვარი ბანანის ნამცხვარი – სწრაფი და გემრიელი რეცეფტი

გემრიელი და ნოყიერი ბანანის ნამცხვრის მოსამზადებლად რამდენიმე წუთი დაგჭირდებათ და ოჯახის ყველა წევრს გაახარებთ.

ინგრედიენტები, რომლებიც დაგჭირდებათ:

კვერცხი – 1ც.

შაქარი – 100გრ.

რძე – 125მლ.

ზეთი – 125მლ.

მწიკვი ვანილი და მარილი

ფქვილი – 130 გრ.

ბანანი – 2ც.

გამაფხვიერებელი – ½ ჩაის კოვზი

მომზადების ინსტრუქცია:

პირველ რიგში ჯამში მოათავსეთ კვერცხი, შაქარი, ვანილი, მარილი და კარგად ათქვიფეთ. დროდადრო დაუმატეთ რძე და ზეთი, ბოლოს კი – ფქვილი და გამაფხვიერებელი.

მოათავსეთ ტაფა გაზზე და მოაყარეთ 1 სუფრის კოვზი შაქარი. შემდეგ დაჭერით ბანანი და დააწყვეთ ტაფაზე, მოაყარეთ ისევ 1 სუფრის კოვზი შაქარი ბანანს. გამზადებული ცომის მასა დაასხით ტაფაზე, დაახურეთ თავი და დაბალ ცეცხლზე დატოვეთ 20 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადაიტანეთ თეფშზე და ამ ხერხით მარტივად მეორე მხრიდან მოათავსეთ ტაფაზე. რამდენიმე წუთში უგემრიელესი ბანანის ნამცხვარი მზად არის.

 

Facebook კომენტარები
Exit mobile version