Vau.ge

გაიგეთ რა ემართება თქვენს ორგანიზმს, როცა დღეში 2-3 კვერცხს მიირთმევთ! –

გაიგეთ რა ემართება თქვენს ორგანიზმს, როცა დღეში 2-3 კვერცხს მიირთმევთ! 

Ბევრს სჯერა, რომ კვერცხს, განსაკუთრებით კი გულს, შეუძლია უარყოფითად იმოქმედოს ჯანმრთელობაზე, მაგრამ ჩვენ ვაპირებთ ამ ჭორების განეიტრალებას.
კვერცხი მართლაც უაღრესად სასარგებლოა.

ვიტამინებისა და მინერალების მდიდარი წყაროა და არის საუკეთესო ბუნებრივი მაღალი ცილის წყარო. კვერცხი მდიდარია ამინომჟავებით, რომლებიც ხელს უწყობენ კუნთების მასის შექმნას და ქსოვილების აღდგენას.

Კვერცხის გული შეიცავს ლუტეინს,ის არის კაროტინოიდის ტიპი, რომელიც იცავს მაკულარული დეგენერაციას, რაც სიბრმავის მთავარი მიზეზია.

ზოგი თვლის, რომ ქოლესტერინით მდიდარი კვერცხი ღვიძლისთვის მძიმე პროდუქტია, დიეტოლოგების აზრით კი, ამგვარი მოსაზრება მცდარია. აუცილებლად შეიტანეთ კვერცხი თქვენს ყოველდღიურ რაციონში, რადგან…

კვერცხი ადვილად მონელებადი პროდუქტია

კვერცხის ცილა, რომელსაც ორგანიზმი 98%-ით ითვისებს მშვენიერი ”სამშენებლო მასალაა” ახალი უჯრედებისთვის. აუცილებელია კვერცხის მირთმევა კუნთოვანი მასის გასაზრდელად და მის ჯანნმრთელ მდგომარეობაში შესანარჩუნებლად.

დღეში ერთი კვერცხის მიღება დაგეხმარებათ წონის დაკლებაში, რადგან  ცილებით მდიდარი პროდუქტი ხელს უწყობს სწრაფ დანაყრებას,  შიმშილის გრძნობის შემცირებას და კარგ მეტაბოლიზმს.

განსაკუთრებით სასარგებლოა კვერცხის საუზმეზე მირთმევა, რაც დაგეხმარებათ აკონტროლოთ შიმშილის ჰორმონი -გრელინი, არ მიიღოთ ზედმეტი საკვები და იგრძნოთ თავი მხნედ მთელი დღის განმავლობაში.

  1. კვერცხი მდიდარია ვიტამინებით

კვერცხი სასარგებლო ვიტამინების მთელ ნაკრებს – А და D ვიტამინებს, ფოსფორს და რკინას, იოდს, რეტინოლს და ცინკს შეიცავს. მიირთვით კვერცხი ყოველდღე და დიდი ხნით შეინარჩუნებთ კარგ მხედველობას, რადგან ანტიოქსიდანტი ლუტეინი დაიცავს თვალის კუნთს ასაკობრივი დეგენერაციისგან, А ვიტამინი კი, დაგიცავთ ”ქათმის სიბრმავისგან”.

  1. კვერცხი გონებას კვებავს

კვერცხი ხოლინს – გონების მკვებავ სუპერპროდუქტს შეიცავს. აუმჯობესებს მეხსიერებას, შემოქმედებით აზროვნებას და სწრაფ რეაქციას გამაღიზიანებლებზე. მათთვის, ვინც გონებრივად მუშაობს, კვერცხი შეუცვლელი პროდუქტია.

თუ ბავშვს სამი წლის შემდეგ არ აღმოაჩნდა ალერგია, ძალიან მნიშვნელოვანია იყოს მის ყოველდღიურ რაციონში კვერცხი, რაც დაეხმარება მის გონებას სწორ განვითარებაში და ჯანმრთელი ჰორმონალური ფონის ჩამოყალიბებაში.

Exit mobile version