ბებიამ სულ რაღაც ერთ ღამეში მომირჩინა დამსკდარი ქუსლები - როგორც იქნა ღია ფეხსაცმლის ჩაცმა შევძელი !
ქუსლებზე ნახეთქების გაჩენისას ადამიანი განიცდის დისკომფორტს, მჭრელ და მჩხვლეტ ტკივილს, ქუსლები ისე ეწვის, თითქოს გახურებულ ქვიშაზე იდგეს, კანი უუხეშდება და უსქელდება, საგულდაგულო დათვალიერებისას კარგად ჩანს თავდაპირველად წვრილი, მოკლე ბზარები, რომლებიც შემდეგ გრძელდება და ღრმა ნახეთქებად იქცევა.
როგორ ვუშველოთ თავს? ვიდრე ამაზე ვისაუბრებდეთ, მოდი გავარკვიოთ, რა იწვევს ქუსლების დახეთქვას.ქუსლების დახეთქვას მექანიკური და ბიოქიმიური ფაქტორები განაპირობებს.
მექანიკურ მიზეზებს შორის აღსანიშნავია კანის საფარველის მექანიკურად დამაზიანებელი ფაქტორები:
- ტრავმები, მოუხერხებელი, მჭიდრო ფეხსაცმელი;
- სინთეზური ქსოვილის წინდები;
- ტერფის დეფორმაცია, ბრტყელტერფიანობა;
- კანის ძლიერი სიმშრალე, როდესაც გარემო ფაქტორთა გავლენით ირღვევა კანის ზედა შრის მთლიანობა და მიკროორგანიზმებისთვის კანის ღრმა შრეებში შესაღწევი კარიბჭე იღება.
ბიოქიმიური მიზეზებია:
- ცილოვანი დაAამინომჟავური ცვლის დარღვევა, ზოგიერთი ფერმენტის აქტივობის დაქვეითება, A და E ვიტამინების უკმარისობა;
- ენდოკრინოპათიები: ფარისებრი ჯირკვლის დაავადებანი, შაქრიანი დიაბეტი და სხვა ჰორმონული დარღვევები.
ნახეთქები შესაძლოა ისეთი დაავადებების გამოვლინებაც იყოს, როგორიც არის სოკოვანი ინფექცია, ფსორიაზი, ეგზემა, ნეიროდერმიტი და რიგი დერმატოლოგიური დაავადება.
ამ სტატიაში გიამბობთ, თუ როგორ შეგიძლიათ სწრაფად განკურნოთ დაბზარული ქუსლები სულ რაღაც 1 დღეში.
ნაბიჯი 1 - თბილი წყლით გაწმენდა
დაგჭირდებათ:
- თბილი წყალი
- 2 კოვზი სოდა
- პემზა
- 2 კოვზი მარილი
მომზადება:
აიღეთ თბილი წყალი, დაუმატეთ სოდა და მარილი, შეურიეთ კარგად, ჩაყავით ფეხები ამ წყალში 15 წუთის განმავლობაში. დროის გასვლის შემდეგ გაიმშრალეთ ფეხები და ნაზად შეიზილეთ პემზის ქვა მკვდარი კანის მოსაშორებლად.
ნაბიჯი 2 - სკრაბი
- 2 კოვზი ზეთი
- შაქარი
მომზადება:
თასში დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი ზეთი და 1 სუფრის კოვზი შაქარი. Სკრაბი მზად არის გამოყენებისთვის. ნაზად შეიზილეთ ეს სკრაბი ქუსლებზე 5 წუთის განმავლობაში.
შემდეგ ჩამოიბანეთ ჩვეულებრივი წყლით.
ნაბიჯი 3 - დამატენიანებელი
დაგჭირდებათ:
- სანთლის პატარა ნაჭერი
- კარაქი
თასში ჩავყაროთ 2 სუფრის კოვზი ზეთი, დავამატოთ სანთლის პატარა ნაჭერი
ჩავდოთ ცხელ წყალში, რომ გადნება გავაციოთ და ფეხის კრემი მზადაა. წაისვით ეს კრემი და ჩაიცვათ წინდები. მთელი ღამე გაიჩერეთ. დილას დაიბანეთ თბილი წყლით.