Vau.ge

რძეს მაღაზიაში აღარ შეიძენთ – სახლში მომზადებული შვრიის რძის უნიკალური თვისებები

ძალიან სასარგებლო და ჯანსაღი შვრიის რძის მომზადებას სახლის პირობებში საკმაოდ მარტივად და სწრაფად შეძლებთ. შვრია მდიდარია ჩვენი ორგანიზმისთვის საჭირო ვიტამინებითა და ნივთიერებებით. ის დიდი რაოდენობით შეცავს ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს. მდიდარია ისეთი ვიტამინებით, როგორებიცაა: B1, B2, B4, B5, B6, B9, E და H. ასევე, არაჩვეულებრივი წყაროა მინერალების: კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, რკინა, თუთია და ა.შ.

შვრიის რძე გამოირჩევა შემდეგი სასარგებლო თვისებებით:

სასარგებლოა მათთვის, ვისაც აწუხებს გასტრიტი და შეკრულობა

ამცირებეს ქოლესტერინის დონეს და დადებითად აისახება გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე

აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას

გამოჰყავს ჭარბი სითხე ორგანიზმიდან

დადებითად აისახება ღვიძლზე და თირკმელებზე

აუმჯობესებს კანის სტრუქტურას

 მომზადების წესი:

150 გრამ შვრიას დაასხით 1.5 ლიტრი თბილი წყალი, უმჯობესია თუ გამოიყენებთ გადადუღებულ წყალს. გააჩერეთ დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი დააბლენდერეთ და გადაწურეთ დოლბანდის ან საცერის საშუალებით.

მეტი სარგებელისთვის, მიირთვით შვრიის მცენარეული რძე პირდაპირ. მაცივარში ინახება 3-5 დღის განმავლობაში.

Exit mobile version