Vau.ge

კიტრის ყოველდღე მიირთმევით,  ამცირებთ ქრონიკული დაავადებების რისკს, აქვს უთვალავი საოცარი სარგებელი, რომელსაც ვერც კი წარმოიდგენთ.

კიტრის ყოველდღე მიირთმევით,  ამცირებთ ქრონიკული დაავადებების რისკს, აქვს უთვალავი საოცარი სარგებელი, რომელსაც ვერც კი წარმოიდგენთ.

1. იზრუნეთ თქვენს ტვინზე:

კიტრი შეიცავს მნიშვნელოვან კომპონენტს, ფისეტინს, რომელიც ანთების საწინააღმდეგო ფლავონოლს წარმოადგენს. ამრიგად, ის ძალზე ხელსაყრელია თქვენი ტვინის დასაცავად რამდენიმე სერიოზული დაზიანებისგან ან სხვა პრობლემებისგან. ეს მნიშვნელოვანი ინგრედიენტი მეხსიერების გაუმჯობესებას უწყობს ხელს.

2. აუმჯობესებს  გულის ჯანმრთელობას:

კიტრი არის კალიუმის შესანიშნავი წყარო, რომელიც ხელს უწყობს არტერიული წნევის ეფექტურად რეგულირებას. ეს ამცირებს დაბალი წნევის რისკს. კალიუმის სათანადო შენარჩუნება, როგორც გარეგნულად, ასევე შინაგანად, ეხმარება თქვენს გულსა და სხეულს სწორად ფუნქციონირებაში.

3. აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას:

კიტრი შეიცავს ორ ძირითად ნაერთს, ხსნად ბოჭკოს და წყალს, რომლებიც ხელს უწყობს საჭმლის მონელების გაუმჯობესებას. თქვენ შეგიძლიათ სრულად დააკმაყოფილოთ თქვენი ორგანიზმის საჭიროებები საკვებში კიტრის დამატებით, რაც ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ჯანმრთელობას. გარდა ამისა, წყლით მდიდარი კიტრი ხელს უწყობს მჟავიანობის გამომწვევი მიზეზის შემსუბუქებას კუჭის pH დონის ამაღლებით.

4. ამცირებს ანთებას:

კიტრი გამაგრილებელ ეფექტს აძლევს თქვენს სხეულს და ხელს უშლის თქვენს ორგანიზმში არასასურველ ანთებას. ეს გამოწვეულია ანთების პროფილაქტიკური ფერმენტების აქტივობით, როგორიცაა COX-2 ან ციკლოოქსიგენაზა 2, იგი მოკლე დროში მოგცემთ შვებას.

5.  სუნთქვის გაუმჯოესება:

კიტრის რეგულარულად მირთმევა ხელს უწყობს ბაქტერიების მოცილებას, რომლებიც იწვევენ უსიამოვნო სუნს. ის გეხმარებათ კუჭში ზედმეტი სითბოს მოცილებაში, რომელიც ითვლება უსიამოვნო სუნის გამომწვევ მთავარ მიზეზად.

6. ატენიანებს კანს 

კიტრის ექსტრატი 95%-ით წყლისგან შედგება, რის გამოც ის  კანის მოვლის პროდუქტების იდეალურ ინგრედიენტს წარმოადგენს როგორც მშრალი კანისთვის, ასევე კანისთვის, რომელიც დატენიანებას მოითხოვს. ამასთან, კიტრის ექსტრაქტი ხელს უწყობს კანის ტონის გაღიავებას და ანიჭებს მას ბზინვარებას. ყოველმხრივ სასარგებლოა!

7. შეიცავს სასარგებლო ნუტრიენტებს და ანტიოქსიდანტებს 

კიტრში არის მაგნიუმი, კალიუმი, ბიოტინი, ვიტამინები А და В1, რომლებიც უზრუნველყოფენ კანისა და თმის დატენიანებას, ანიჭებენ სიმკვრივეს, იცავენ გარემოს ნეგატიური ზემოქმედებისგან. კიტრის წვენი შეიცავს ნივთიერებებს, რომლებსაც შეუძლია კანის აღდგენა და პიგმენტაციის შემცირება.

ქერქს გააჩნია გამაძლიერებელი თვისება და ხელს უწყობს კანისთვის სიმკვრივის მინიჭებას. ხოლო ანტიოქსიდანტი ყავის მჟავა ანტიასაკობრივი თვისებებით ამცირებს მიმიკურ ნაოჭებს.

8. ვიტამინი C

ყველაზე ჯადოსნური ვიტამინი. ახდენს აღმდგენ გავლენას კანზე, ანიჭებს მას თანაბარ ტონს და ბზინვარებას.

Exit mobile version