Vau.ge

თუ თირკმელებში კენჭები დაგიგროვდათ,უმჯობესია დასახმარებლად ბუნებას მიმართოთ ! 

თუ თირკმელებში კენჭები დაგიგროვდათ, უმჯობესია დასახმარებლად ბუნებას მიმართოთ ! 

თირკმელში კენჭები არის მინერალებისა და მარილებისგან წარმოქმნილი მყარი სხეულები, რომლებიც გავლენას ახდენენ საშარდე სისტემის: თირკმელებისა და შარდის ბუშტის  ფუნქციონირებაზე. თირკმლის ჭვალი (კენჭის გავლა) ძალზედ მტკივნეული პროცესია.

სიმპტომები

თირკმელში კენჭის არსებობას ახასიათებს შემდეგი სიმპტომები:

დიდი ხანია, თირკმლებში კენჭები მაქვს. წინათ სისტემატურად დავდიოდი სამკურნალოდ კურორტებზე, მინერალურ წყლებს ვსვამდი და ფიზიოთერაპიულ პროცედურებსაც ვიტარებდი, ახლა კი ამის საშუალება აღარ მაქვს. დახმარებისთვის ისევ ბუნებას მივმართე და არც მინანია. სიამოვნებით გაგიზიარებთ ჩემ მიერ ნაცად რეცეპტებს:

აიღეთ 1 ჩაის ჭიქა დაფქული სელის თესლი, დაასხით 3 ჩაის ჭიქა რძე, მიიყვანეთ ადუღებამდე და გააჩერეთ ნელ ცეცხლზე, თან განუწყვეტლივ ურიეთ, ვიდრე ქვაბში 1 ჩაის ჭიქა ნახარში არ დარჩება. გადაწურეთ და მიიღეთ დილით, უზმოზე. სვით ზედიზედ 5 დღის განმავლობაში.

მერე 10 დღე შეისვენეთ და კურსი გაიმეორეთ. კენჭები ორგანიზმიდან გამოვა. ერთი წლის შემდეგ მთელი კურსი გაიმეორეთ. მკურნალობა შედეგიანი რომ იყოს, რაციონიდან ამოიღეთ ცხარე და შემწვარი კერძები.

აიღეთ ერთი ლიმონი და ჩააწურეთ მეოთხედ ჭიქა მდუღარე წყალში. ჩაამატეთ იმავე რაოდენობის კიტრის, ჭარხლისა და სტაფილოს წვენი. მიიღეთ დღეში 3-4-ჯერ მთელი ზაფხულის განმავლობაში.

წვენების ასეთი კომბინაცია წმენდს მთელ საშარდე სისტემას, გამოდევნის სილას, თავიდან აგაცილებთ კენჭების წარმოქმნას. ნაღვლის შეგუბების თავიდან ასაცილებლად შეიძლება, 1-2 კვირა ამ ნაზავთან ერთად ნაღველმდენი საშუალებაც სვათ.

აიღეთ 2 წილი კრაზანა და 3 წილი ნეგო. 2 ჩაის კოვზ ნარევს დაასხით ნახევარი ლიტრი წყალი, დააყენეთ 12 საათის განმავლობაში, შემდეგ 5 წუთი ადუღეთ და გაწურეთ. მიიღეთ ნახევარი ჭიქა დღეში 4-ჯერ, ჭამიდან ერთი საათის შემდეგ.

აიღეთ 1 ჩაის ჭიქა შვრია, დაასხით 5 ჩაის ჭიქა წყალი და 20 წუთი ადუღეთ ნელ ცე-
ცხლზე. გადმოდგით ქურიდან, გააჩერეთ ნახევარი საათი და გადაწურეთ. სვით ნახარში მთელი დღის განმავლობაში. ყოველდღე ახალ-ახალი ულუფა უნდა მოამზადოთ. მკურნალობა 2 თვე უნდა გაგრძელდეს. რამდენიმე კურსის შემდეგ ჩავიტარე თირკმლების ექოსკოპია, რომელმაც აჩვენა, რომ აღარც ქვიშა და აღარც კენჭები თირკმელში აღარ იყო.

Exit mobile version