Vau.ge

ექიმებსაც კი არ აქვთ ახსნა: ეს არის ბუასილის, ეროზიის,  წონის დაკლებისა და 10 სხვა დაავადების შესანიშნავი მკურნალი! 

ექიმებსაც კი არ აქვთ ახსნა: ეს არის ბუასილის, ეროზიის,  წონის დაკლებისა და 10 სხვა დაავადების შესანიშნავი მკურნალი! 

ხეჭრელი საქართველოში თითქმის ყველგანაა გავრცელებული: ტყეებში, ტყის პირებზე, მდინარის ხეობებში, მთაში. სამკურნალოდ გამოიყენება ხეჭრელის ქერქი. მას ამზადებენ  წვენის ინტენსიური მოძრაობის პერიოდში – აპრილის ბოლოდან ივნისის დასაწყისამდე.

იმ ადგილებში, სადაც ხეჭრელი დიდი რაოდენობითაა, ჭრიან ტოტებს უკეთებენ წრიულ ნაჭდევებს და აცლიან 1 სმ სისქის ქერქს ხის სპეციალური პატარა ნიჩბებით. ნედლეულს აშრობენ კარგ ამინდში ჩრდილში სხვენზე, ან ფარდულში, კარგი ვენტილაციის მქონე ნაგებობებში.

 

გამოიყენება შემდეგი დაავადებების დროს:

  1. ატონიური ყაბზობა.
  2. ბუასილი.
  3. სწორი ნაწლავის ნახეთქები (ეროზია).
  4. სპასტიკური კოლიტი.
  5. მალარია.
  6. კლიმაქტერული მოშლილობა, თავბრუსხვევები.
  7. არითმია.
  8. ნერვული დაავადებები.
  9. ჭარბი წონა.
  10. შაქრიანი დიაბეტი.
  11. ნივთირებათა ცვლის დარღვევით გამოწვეული კანის დაავადებები.
  12. ფურუნკულოზი.
გამოყენების წესი

ნახარში მომზადება:  1 ს/კ დაქუცმაცებულ ქერქს დაასხით 1 ჩ/ჭ წყალი, ადუღეთ 20 წთ. მიიღეთ 1/2 ჭიქა დილა-საღამოს. მოქმედებას იწყებს 8-10 საათში.

ღვიძლის , ქრონიკული კუჭშეკრულობის, ბუასილის დროს: აიღეთ 20 გრ ხეჭრელას ქერქი, დაასხით 0,5 ლ წყალი და ხარშეთ 15 წთ, მიღებულ მასას სვამენ ერთი დღის განმავლობაში 5-6 ჯერ.

ენტეროკოლიტის, ღვიძლის დაავადების, სწორი ნაწლავის ნახეთქების, ქრონიკული ყაბზობის დროს : აიღეთ 1 ს/კ ხეჭრელას ქერქს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, ადუღეთ 30 წთ ორთქლის აბაზანაზე, გააცივეთ 10 წთ და გადაწურეთ. მიიღეთ დღეში 2-ჯერ დილით და ძილის წინ. 1/2 ჩ/ჭ მოქმედებას იწყება 8-12 სთ-ში.

მუნის დროს უნდა დაიბანოთ ტანი ხეჭრელის ქერქის ნახარშით.

რევმატიზმის, კანის დაავადებების დროს: კარგ შედეგს იძლევა ნახარში თუ მიღებასთან ერთად გაიკეთებთ ამავე ნახარშის საფენებს და შეიზელთ. აიღეთ 20 გრ მშრალი და დაქუცმაცებული ხეჭრელას ქერქი, დაასხით 0,5 ლ ცივი წყალი, ადუღეთ ნელ ცეცხლზე ნახევარი საათი, გააცივეთ, გადაწურეთ, მიიღეთ 1 ს/კ ძილის წინ.

გაფრთხილება !

ხეჭრელის პრეპარატები იწვევენ შეჩვევას, ამიტომ უნდა მოხდეს დოზის მომატება ან სხვა პრეპარატით ჩანაცვლება. არ უნდა გამოიყენოთ ახალი ქერქი ის იწვევს გულის რევას და ღებინებას, კუჭის ტკივილს.

არ გადააჭარბოთ მოთითებულ დოზებს. 18 წლამდე ასაკის მოზარდებმა მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ მკურნალ ექიმთან. თუ იღებთ რამე სამკურნალო საშუალებებს ან გაქვთ ქრონიკული დაავადება კონსულტაცია გაიარეთ თქვენ მკურნალ ექიმთან. არ მიიღოთ ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.

Exit mobile version