შავი წერტილები ერთ-ერთ ყველაზე რთულად საბრძოლველ კანის პრობლემას წარმოადგენს. დღის განმავლობაში ჩვენს კანზე არსებული ფორები ცხიმით და ჭუჭყით ივსება, რაც შემდეგ შავ წერტილებად გადაიქცევა. ზოგჯერ იმდენად ღრმად აღწევს ფორებში, რომ მათი მოშორება საკმაოდ რთულად, ზოგჯერ კი შეუძლებლადაც გვეჩვენება.
საბედნიეროდ, არსებობს ნიღაბი, რომელიც დროთა განმავლობაში ამ პრობლემას ეფექტურად უმკლავდება და ჩვენს კანს შავი წერტილებისგან სამუდამოდ ათავისუფლებს. რაც მთავარია, ეს ნიღაბი სახლში მზადდება და საკმაოდ მარტივია.
ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
1 ჩაის კოვზი ნატურალური ჟელატინის ფხვნილი (შეგიძლიათ შეიძინოთ ნებისმიერ მარკეტში)
3 ჩაის კოვზი რძე
1 ჩაის კოვზ ჟელატინის ფხვნილს დაასხით 3 ჩაის კოვზი რძე, კარგად აურიეთ ერთმანეთში და მოათავსეთ მიკროტალღურ ღუმელში 10-15 წამის განმავლობაში. დაიდეთ ნიღაბი იმ ადგილებზე, სადაც შავი წერტილები გაქვთ და გაიჩერეთ 15-20 წუთის განმავლობაში, სანამ კარგად არ გაშრება. ფრთხილად აიძრეთ ნიღაბი და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
გაიკეთეთ ნიღაბი კვირაში ერთხელ, რომ ფორები მუდამ სუფთად გქონდეთ და შავი წერტილები აღარ გაგიჩნდეთ.