Vau.ge

ის რასაც არავინ გეტყვით ოხრახუშის ლოსიონზე : აქვს გასაოცარი ეფექტი სახის კანზე !  

ის რასაც არავინ გეტყვით ოხრახუშის ლოსიონზე : აქვს გასაოცარი ეფექტი სახის კანზე !  

მატონიზებელი ეფექტი აქვს აგრეთვე ოხრახუშისა და ჭინჭრის გაყინულ ნახარშს. ყინულის კუბები დილა-საღამოს გადაისვით სახეზე. დაკეპილი ოხრახუში აურიეთ მკვებავ კრემში, წაისვით თვალების გარშემო და 15 წუთით გაიჩერეთ. შავი რგოლები და შეშუპება მალე გაქრება.

ოზრახუშის ლოსიონის მომზადება ადვილია და სასარ გებლოა ნებისმიერი კანისთვის. 1 ს.კ. წვრილად დაჭრილ ოხრახუშს დაასხით 1 ჩ.ჭ. ცხელი წყალი (70 - 80°C). დააყენეთ ერთი საათით, გაწურეთ და გააცივეთ. ლოსიონი მაცივარში შეინახეთ სამი დღის განმავლობაში. მისი გამოყენება დღეში რამდენჯერმე შეიძლება. მალე თქვენი კანი საგრძნობლად გაახალგაზრდავდება.

კიდევ რამდენიმე რჩევა:

— ზაფხულის განმავლობაში, რაც შეიძლება, ნაკლები დეკორატიული კოსმეტიკა იხმარეთ. სიცხის გავლენით ის იშლება და შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენს კანს. თუ სუნამოს ხმარობთ, დაიპკურეთ თმებზე და არა ყელზე, როგორც ამას ზამთარში აკეთებთ, რადგან მზის სხივების გავლენით ყელზე შეიძლება პიგმენტური ლაქები გაჩნდეს.

— მოერიდეთ მზეს. მზის პირდაპირი სხივები უფრო მეტ ზიანს მოგაყენებთ, ვიდრე სარგებელს მოგიტანთ. ამიტომ შეეცადეთ ჩრდილში დაისვენოთ. ატარეთ ქუდი, ან პანამა, იხმარეთ დამცავი კრემები. ასე კანს სიმშრალისგან დაიცავთ და მაშასადამე — ნაოჭების და დაბერებისგან.

ოხრახუში შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ და სასარგებლო ნივთიერებებს: აპიოლს, კაროტინს, ასკორბინის მჟავას (ჩ ვიტამინი), მირისტიცინს, ინოზიტს, ნატურალურ შაქრებს, ფლავონოიდებს, ტოკოფეროლს, ბიოტინს, კალციუმს, ფოსფორს, კალიუმს, რკინას, მაგნიუმს, ნატრიუმს, მცირე რაოდენობით - პროტეინებს, ნახშირწყლებსა და პექტინებს. სწორედ ამ ნივთიერებათა ერთობლიობა განსაზღვრავს ოხრახუშის წვენის სამკურნალო და გამაჯანსაღებელ თვისებებს.

ოხრახუშის სამკურნალო თვისებები

ოხრახუშის ახალგაწურულ წვენს შეუძლია ფარისებრი და თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქციათა ნორმალიზება. უნიკალური ქიმიური შემადგენლობის წყალობით ის ეფექტურია შარდსასქესო სისტემის დისფუნქციის დროს.

ოხრახუშის წვენი წმენდს სისხლძარღვებს და აუმჯობესებს მათ საერთო მდგომარეობას, ზრდის სისხლძარღვთა ელასტიკურობას და ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას. განსაკუთრებით სასარგებლოა მწეველთათვის, რადგან ანტიოქსიდანტების უხვი შემცველობის წყალობით აცხრობს ქსოვილებში ანთებით პროცესს და ორგანიზმიდან გამოდევნის წიდას.

Exit mobile version