Vau.ge

აი როგორ გაიჯანსაღა მან თმა სახლის პირობებში – დაამზადეთ ეს ნიღაბი თუ ბზინვარე თმები გსურთ

გრძელი, ბზინვარე და ჯანსაღი თმა ყველა ქალის ოცნებაა. სამწუხაროდ, ჩვენს თმებზე ბევრი რამ ახდენს გავლენას და აზიანებს მას. გარემო ფაქტორები, ხშირი შეღებვა და ვიტამინების ნაკლებობა თმის დასუსტებას და ცვენას იწვევს, რის შედეგადაც გვრჩება უსიცოცხლო, გამომშრალი და არაჯანსაღი თმა.

თუმცა, არსებობს ნიღაბი, რომელიც ძალიან მარტივად სახლის პირობებში მზადდება და ინგრედიენტები, რომლებიც მას სჭირდება, ყველა სამზარეულოში მოიპოვება.

ნიღბის დასამზადებლად დაგჭირდებათ:

1 ჩაის კოვზი თაფლი

1 კვერცხი

1 სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი

მომზადების წესი:

აურიეთ ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში და დაიტანეთ მშრალ თმაზე ძირებიდან ბოლოებამდე. გაიჩერეთ 30-40 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

1 პროცედურის შემდეგაც კი დაინახავთ არაჩვეულებრივ შედეგს, თქვენი თმა საოცრად დარბილდება და ბზინვარება მიენიჭება. თუმცა, უკეთესი შედეგისთვის და თმის საბოლოოდ გაჯანსაღებისთვის, უმჯობესია თუ ნიღაბს კვირაში ერთხელ მაინც გაიკეთებთ სანამ სასურველ შედეგს არ მიაღწევთ.

Exit mobile version