ქრონიკული თავის ტკივილის განკურნება სახლში მომზადებული ნაყენით - დაუჯერებელია, თუმცა სავსებით რეალური!
იშვიათად თავის ტკივილი თითქმის ყველა ადამიანს აწუხებს. თუმცა თუ ეს სიმპტომი კვირაში ერთ დღეზე მეტხანს ვლინდება, სავარაუდოდ, დიაგნოზი ქრონიკული, ყოველდღიური თავის ტკივილია. მსგავს კლინიკურ შემთხვევებში საჭიროა ხანგრძლივი დროით მოწოდებული სამკურნალო კურსი, რომლის მთავარი მიზანიც ტკივილის შემსუბუქება და სიხშირის შემცირებაა.
თავის ტკივილი ქრონიკული და ყოველდღიურია თუ ვლინდება 15 დღის ან თვეზე მეტი დროის განმავლობაში.მჭეშმარიტი (პირველადი) ქრონიკული თავის ტკივილი არ არის გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემით. ექიმები ერთმანეთისგან განარჩევენ მოკლევადიან და გრძელვადიან ქრონიკულ, ყოველდღიურ თავის ტკივილს.
გრძელვადიანი თავის ტკივილი გრძელდება 4 საათზე მეტხანს და მოიცავს შემდეგს:
- ქრონიკული შაკიკი;
- ქრონიკული დაძაბვის თავის ტკივილი;
- ახლადაღმოცენებული, ყოველდღიური, მუდმივი თავის ტკივილი;
- ჰემიკრანია (ტკივილი თავის ერთ ნახევარში/არეში).
სამწუხაროდ, ქრონიკული თავის ტკივილის ბევრი ფორმის გამომწვევი მიზეზი კარგად შესწავლილი არაა. ცნობილია, რომ პირველადი ქრონიკული, ყოველდღიური თავის ტკივილი დაავადებით/პათოლოგიით არაა განპირობებული.
მეორეული ქრონიკული თავის ტკივილის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს:
- ანთება ან სხვა პრობლემები ტვინში, ან მის გარშემო არსებულ სისხლძარღვებში;
- ინფექცია (მაგალითად, მენინგიტი);
- შიდაქალის წნევის მომატება ან დაქვეითება;
- ტვინის სიმსივნე;
- ტვინის ტრავმული დაზიანება.
მეც იმ ადამიანების რიცხვში ვარ, ვისაც გამუდმენით თავი სტკივა. ჩემს ოჯახში ყველამ Იცოდა, რომ თავი ხშირად მტკივა, ჩემმა ძმამ წამალი მოიტანა, რომელიც თვითონ გააკეთა სადღაც წაკითხული რეცეპტით. დავლიე თუ არა, ტკივილი თითქმის მყისიერად გაქრა. ამის შემდეგ დავიწყე ამ წამლის მიღება დღეში 2-ჯერ 25 წვეთი. 6 თვე გავიდა და არც ერთი აბი არ მიმიღია. თავის ტკივილი მთლიანად გაქრა.
ამ წამლის დასამზადებლად დაგჭირდებათ 100 მლ შემდეგი ნაყენი:
- ევკალიპტი
- ვალერიანი
- კუნელი
- შავბალახა
50 მლ შემდეგი ნაყენი:
- პიონი
- პიტნა
- 10 ცალი მიხაკი
- 1 ს.კ. თაფლი
- 1 პაკეტი ჯანჯაფილი (10 გრ)
ეს ყველაფერი ჩაასხით მუქი ფერის ლიტრიან ბოთლში. ადუღეთ 25 დღის განმავლობაში, დროდადრო შეანჯღრიეთ. შემდეგ კარგად გაწურეთ და ჩაასხით ბოთლებში. მიიღეთ 25 წვეთი დღეში ორჯერ, დილით და საღამოს.