Vau.ge

ერთი ჭიქა ნიახურის წვენი მყისიერად ამცირებს რევმატიზმით გამოწვეულ ტკივილს!

ერთი ჭიქა ნიახურის წვენი მყისიერად ამცირებს რევმატიზმით გამოწვეულ ტკივილს!

რევმატიზმი  –  დაავადება, რომელიც ხასიათდება დამაკავშირებელი ქსოვილის ანთებითი ინფექციურ-ალერგიული სისტემური დაზიანებით.

ლოკალიზაციის მიხედვით გამოიყოფა:

მიზეზები
სიმპოტმები

ჩემს ოჯახში ყველას სჭირს რევმატიზმი, ჩემს უმცროს შვილსაც კი, რომელიც ჯერ 40 წლისაც არ გამხდარა. ჰოდა, რითაც შეგვიძლია, თავს იმით ვშველით და, უნდა გითხრათ, გამოგვდის კიდეც, რის გამოც დიდად ვემადლიერები ჩვენი აგარაკის ბოსტანს.

რამდენიმე წლის განმავლობაში მე და ჩემი მეუღლე ხან რომელ წამალს ვსვამდით და
ხან რომელს, სულ ოხვრა-კვნესით გამოვცადეთ ყველა ანტირევმატული საშუალება და ბოლოს თავი დავანებეთ. ახალი წამლის საპოვნელად ძველი წიგნების ფურცვლა დავიწყეთ და ბოლოს, როგორც იქნა, მივაგენით.

ბევრმა არ იცის, როგორ შველის მტკივან სახსრებს თალგამის, არყისა და თაფლის ნარევით დაზელა. ნარევი ასე უნდა მოამზადოთ: ჭიქა-ნახევარ თალგამის წვენს დაუმატეთ 1 ჭიქა თაფლი, ნახევარი ჭიქა არაყი, 1 სადილის კოვზი მსხვილი მარილი და კარგად აურიეთ, ვიდრე ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. ეს ნარევი დღეში 2-ჯერ შეიზილეთ მტკივან სახსრებში.

არანაკლებ შვებას მოგგვრით ნიახურის ფესვების წვენიც. დაკეპეთ ნიახურის ფესვი, 1 სადილის კოვზს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და შეფუთეთ. დააყენეთ 4 საათს, შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ 2 სადილის კოვზი დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

შეგიძლიათ, ნაყენი ცივი წყლითაც მოამზადოთ, ოღონდ უნდა სვათ მეოთხედი ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ. შემიძლია, გირჩიოთ ერთი ძველი გერმანული ხალხური საშუალებაც, რომელიც ძალიან ადვილი მოსამზადებელია: 1 ლიტრ წყალში უნდა ჩაყაროთ 20 გრამი ლობიოს დაქუცმაცებული გამხმარი პარკი და ძალიან დაბალ ცეცხლზე ადუღოთ 2-3 საათის განმავლობაში. გააცივოთ, გადაწუროთ და მიიღოთ ნახევარი ჭიქა დღეში 4-5-ჯერ.

 

Exit mobile version