Vau.ge

თუკი გსურთ გქონდეთ ჯანსაღი სუნთქვა, თეთრი კბილები, თანაც თქვენი ღრძილების ჯანმრთელობაც გაფიქრებთ, მაშინ შეგიძლიათ თქვენს პირის ღრუს ამ მარტივი, სახლში სწრაფად მოსამზადებელი ნაყენის წყალობით დაეხმაროთ!

თუკი გსურთ გქონდეთ ჯანსაღი სუნთქვა, თეთრი კბილები, თანაც თქვენი ღრძილების ჯანმრთელობაც გაფიქრებთ, მაშინ შეგიძლიათ თქვენს პირის ღრუს ამ მარტივი, სახლში სწრაფად მოსამზადებელი ნაყენის წყალობით დაეხმაროთ!

უმრავლეს შემთხვევაში (85-90%) პირიდან ცუდი სუნის მიზეზი თვით პირის ღრუა. კერძოდ, ის მიკროორგანიზმები ანუ ბაქტერიები, რომლებიც პირის ღრუში ბუდობენ.

პირის ღრუში მიკროორგანიზმების დაახლოებით 600 სახეობაა აღმოჩენილი და მათი უმრავლესობა ენის უკანა ზედაპირზეა ლოკალიზებული. ენის ეს ნაწილი შედარებით მშრალია და ცუდად იწმინდება, რაც ბაქტერიების ზრდის საუკეთესო პირობაა, რომლებიც საკვების ნარჩენებზე კარგ გარემოს პოულობენ ზრდისთვის.

დილით, ახალ გაღვიძებულზე ბევრი ამჩნევს რომ პირიდან არასასიამოვნო სუნი აქვს. ეს განპირობებულია იმით, რომ ძილის დროს ორგანიზმი ნერწყვს მცირე რაოდენობით გამოიმუშავებს და დილით პირი ,,გამომშრალია". საგულისხმოა, რომ ადამიანებს, რომელთაც დიდი ხნის მანძილზე აწუხებთ პირის სიმშრალე, ადვილად ემართებათ ღრძილების დაავადება, რაც თავისთავად პირში სუნის ყველაზე ხშირი მიზეზია.

თუკი გსურთ რომ გქონდეთ ჯანსაღი სუნთქვა, და თეთრი კბილები, თანაც თქვენი ღრძილების ჯანმრთელობაც გაფიქრებთ, მაშინ შეგიძლიათ თქვენს პირის ღრუს ამ მარტივი, სახლში სწრაფად მოსამზადებელი ნაყენის წყალობით მოუაროთ, რომელიც პირიდან უსიამოვნო სუნს ძალიან დიდი ხნით გაგიქრობთ და თქვენი ღიმილიც უფრო შთამბეჭდავუ გახდება.

საჭირო ინგრედიენტებია:

1 ლიმონი, 200 მგ თბილი წყალი, 0,5 ს/კ დარიჩნი, 1,5 ჩ/კ თაფლი, 0,5-1 ჩ/კ სოდა, ბოთლი ან სხვა თავსაფრიანი მინის ჭურჭელი

მომზადების ინსტრუქცია:

1. გამოწურეთ ლიმონი და წვენი ჩაასხით ბოთლში, შემდეგ კი მას ჩაუმატეთ დარიჩინი. შეურიეთ სოდა და თაფლი ერთმანეთს და მათი ნარევი ჩაუმატეთ ბოთლის მასას. ბოთლში ჩაასხით თბილი წყალი და თავის კარგად დახურების შემდეგ ძლიერად აურიეთ.

მიღებული კოქტეილი გამოივლეთ პირის ღრუში დღეში რამდენჯერაც გინდათ, მაგრამ ყოველი გამოყენების შემდეგ ბოთლს ისევ კარგად მოუჭირეთ თავსახური. ბოთლი შეგიძლიათ შეინახოთ მაცივარში 3 კვირის მანძილზე.

რატომაა ეს მეთოდი ეფექტური?

თაფლი და დარიჩინი ბაქტერიებს მოკლავს, ლიმონი და თავისი არომატით პირში გემოს გამოგიკეთებთ. გარდა ამისა ეს ინგრედიენტები ადამიანს იმუნიტეტის გაძლიერებაში ეხმარება.

Exit mobile version