Vau.ge

ქრისტესსისხლას უებარი ნაყენი ჩემი ოჯახის განუყოფელი ნაწილი გახდა!

ქრისტესსისხლას უებარი ნაყენი ჩემი ოჯახის განუყოფელი ნაწილი გახდა!

არავინ იცის, რატომ და როგორ წარმოიქმნება პოლიპი. ჯერჯერობით მხოლოდ ამ პროცესის ხელშემწყობი ფაქტორების დასახელება შეგვიძლია. დანამდვილებით ვერც იმას ვიტყვით, არის თუ არა ცალკეული ადამიანი პოლიპის განვითარებისგან სრულიად დაზღვეული ან, პირიქით, დაავადების უცილობელი სამიზნე. ასეა თუ ისე, ცნობილია, რომ პოლიპი სხვა არაფერია, თუ არა უჯრედების ზღვარგადასული აქტივობის შედეგი.

საქმე ის არის, რომ ნორმალური უჯრედი გეგმაზომიერად იზრდება და იყოფა. ეს ბუნებრივი პროცესია. პრობლემები მაშინ იწყება, როდესაც გენები მუტაციას განიცდის და უჯრედები უკონტროლო გამრავლებას იწყებს – ახალი უჯრედები საჭირო არ არის, მაგრამ მაინც წარმოიქმნება. უკონტროლოდ მზარდი ნაწლავის უჯრედები პოლიპებს წარმოქმნის. პოლიპი შეიძლება ნაწლავის ნებისმიერ უბანში გაჩნდეს, თუმცა ყველაზე ხშირად კოლინჯისა და სწორი ნაწლავის მარცხენა მხარეს წარმოიქმნება.

გამოყოფენ პოლიპების ორ ტიპს – არანეოპლაზიურსა და ნეოპლაზიურს. პირველი ტიპის პოლიპებს ავთვისებიანი გადაგვარება არ ახასიათებს, მეორე ტიპისა კი საშიშია. ნეოპლაზიური პოლიპები ადენომებად და დაკბილულ პოლიპებად იყოფა. ნაწლავური პოლიპების უმეტესობა ადენომურია. ასეთი პოლიპი ჯირკვალს მოგვაგონებს. მას ხშირად ადენომასაც უწოდებენ, მისგან განვითარებულ კიბოს კი ადენოკარცინომა ჰქვია. ადენოკარცინომა კოლორექტალური კიბოს ყველაზე გავრცელებული ტიპია.

 

რამდენიმე წლის წინ ჩემს მეუღლეს ცხვირში პოლიპები გაუჩნდა. ოპერაცია გაუკეთეს. ერთხანს მოსვენებული იყო, მაგრამ ახლა პოლიპები ისევ გაეზარდა. უკვე საკმაოდ ხანდაზმულია, ამიტომ ქირურგიული ჩარევისგან თავი შევიკავეთ, ქრისტესისხლას წვენით დავუწყეთ მკურნალობა და პოლიპები 10-12 დღეში გავუქრეთ.

ქრისტესისხლას წვენი ასე უნდა მომზადდეს: ბუჩქი ფესვიანად ამოიღეთ მიწიდან, კარგად გაასუფთავეთ, გარეცხეთ და მთლიანად გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში.

გაწურეთ ორმაგ დოლბანდში და წვენი საცობიან ფლაკონში ჩაასხით. 5დღე-ღამის შემდეგ ის დუღილს დაიწყებს. ამ დროს ფლაკონიდან აირი აუცილებლად უნდა გამოუშვათ (ასე მომზადებული ნაყენი ცივ, უშუქო ადგილას წლობით ინახება).

ჩაიწვეთეთ დღეში 3-ჯერ 2-3 წვეთი ორივე ნესტოში და დაიცადეთ 2-3 წუთს, ვიდრე ჩვენი ცხვირ-ხახის ქსოვილში არ შეიწოვება. სჯობს, ეს პროცედურა დაწოლილმა ჩაიტაროთ.

სასურველია, წვენი გადაყლაპოთ. ქრისტესისხლას ნაყენი კურნავს ადენოიდებს, პოლიპებს, ჰაიმორიტს, ტონზილიტს.

მოგიხდებათ ღრძილების დაავადებების დროსაც. წვენი მოამზადეთ მაისში და აუცილებლად დააცადეთ დადუღება.

Exit mobile version