Vau.ge

გასტრიტის მკურნალობა სახლის პირობებში უკვე შესაძლებელია იაფი ინგრედიენტებით…

გასტრიტის მკურნალობა სახლის პირობებში უკვე შესაძლებელია იაფი ინგრედიენტებით...

გასტრიტი კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება, გაღიზიანება ან ეროზიაა. ის არის არა ერთი კონკრეტული დაავადება, არამედ გარკვეულ ვითარებათა ჯგუფი, რომელიც კუჭთან დაკავშირებული პრობლემებით და სიმპტომებით ვლინდება. ის შეიძლება უცებ გამოვლინდეს (მწვავე) ან თანდათანობით განვითარდეს (ქრონიკული).

გასტრიტის გამომწვევი მრავალი მიზეზი არსებობს, მათ შორის აღსანიშნავია ბაქტერია – ჰელიკობაქტერ პილორი, არაჯანსაღი ცხოვრების წესი, კვების რეჟიმის დარღვევა, ალკოჰოლი, ენერგეტიკული სასმელები, თამბაქო, სწრაფი კვების ობიექტებში ხშირი სტუმრობა, მედიკამენტები, სტრესი, მოგზაურობა და ასე შემდეგ.

დღეს გაგაცნობთ საშუალებებს, რომლებიც გასტრიტის დამარცხებაში დაგეხმარებათ

ჟელატინი – ჟელატინი არის პროდუქტი, რომელიც ჩვენი სხეულისთვის აუცილებელ დიდი რაოდენობით საკვებ ნივთიერებებს შეიცავს. მასში შემავალი ამინომჟავები, ვიტამინები და მინერალები ხელს უწყობს კუჭის ლორწოვანი გარსის აღდგენას, ამშვიდებს ანთებით პროცესებს. როგორც კი წვის შეგრძნებას ან გასტრიტის რომელიმე სიმპტომს იგრძნობთ, ერთი ულუფა ცივი ჟელე შვებას მოგგვრით.

ბანანი – ეს ხილი უჯრედისის და ანტიოქსიდანტების მაღალი შემცველობით გამოირჩევა. სწორედ ამიტომ, ბანანი გასტრიტის სამკურნალო ტრადიციულ პროდუქტად ითვლება. მისი რბილობი კუჭზე დადებითად მოქმედებს, არეგულირებს მის ბუნებრივ PH ბალანსს და აღმოფხვრის ჭარბ მჟავიანობას. როგორც ცნობილია, ეს ფაქტორი წყლულების გაჩენისა და ლორწოვანის გაღიზიანების რისკს ზრდის. გირჩევთ, რეგულარულად მიირთვათ დღეში თითო ბანანი. შეგიძლიათ, ეს ხილი საუზმეზე მიიღოთ ან მისგან კოქტეილები მოამზადოთ.

ბრინჯის წყალი – ბრინჯის წყალი შეიცავს უჯრედისს, რომელიც ხელს უწყობს საჭმლის მონელებას. ბრინჯის წყლის ნუტრიენტები ბუნებრივი გზით ამშვიდებენ კუჭს, ხელს უწყობენ ქსოვილების რეგენერაციას. მოხარშეთ ბრინჯი წყალში, არაფერი დაუმატოთ და მიიღეთ ნახარში  დღეში 2-3-ჯერ.
ბევრი პროდუქტი კუჭის გაღიზიანებასა და გასტრიტის სიმპტომების გართულებას იწვევს. განსაკუთრებით მაშინ, როცა დაავადება მწვავე ფაზაშია. ამ შემთხვევაში შეზღუდეთ რძის პროდუქტების, ასევე, შემწვარი და ცხარე საკვების მოხმარება.
კუჭის პრობლემების მქონე პაციენტებს ბევრი წყლის დალევა სჭირდებათ, რომ მონელების პროცესი არ გაურთულდეთ. სითხის ნაკლებობა PH ბალანსის დარღვევას იწვევს, რის გამო კუჭის წვენი კუჭს აზიანებს. აუცილებლად დალიეთ ყოველდღიურად 6-8 ჭიქა წყალი. თუ სუფთა წყლის გემო არ მოგწონთ, ცოტა ლიმონი დაამატეთ ან მოამზადეთ მცენარეული ნაყენები.
Exit mobile version