Site icon Vau.ge

მსოფლიოს მეცნიერებიც ამაზე ალაპარაკდნენ : ბოლოკი იცავს გულს და სისხლძარღვებს! 

მსოფლიოს მეცნიერებიც ამაზე ალაპარაკდნენ : ბოლოკი იცავს გულს და სისხლძარღვებს! 

ბოლოკი მდიდარია კალციუმით, კალიუმით, ფოსფორით, ნატრიუმით, მაგნიუმით, რკინით, "ცე" ვიტამინით, PP და B ჯგუფის ვიტამინებით. უხვად შეიცავს აგრეთვე ნიკოტინის მჟავას, თიამინსა და ლაქტოფლავინს. დამახასიათებელი გემო, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მდოგვის ზეთების შემცველობითაა განპირობებული. ბოლოკი აღძრავს მადას, ხელს უწყობს ნაწლავებში საკვების გადაადგილებას, აადვილებს მონელებას, ნაწლავების დაცლას. ბოლოკის შემცველ სალათებს აქვს შეშუპების საწინააღმდეგო და ნაღველმდენი ეფექტი. ძირხვენების წვენს იყენებენ საჭმლის მონელების და მეტაბოლურ პროცესთა გასაუმჯობესებლად. ბოლოკი განსაკუთრებით სასარგებლოა შაქრიანი დიაბეტით (აწესრიგებს სისხლში შაქრის დონეს), პოდაგრითა და გაცხიმოვნებით დაავადებულთათვის.

ბოლოკს წარმატებით იყენებენ ღვიძლისა და კუჭის სხვადასხვა დაავადებების დროს, განსაკუთრებით სიყვითლის – ბოტკინის დროს.

ამ შემთხვევაში უფრო კარგია შავი ბოლოკი და ბოლოკის ფოთლები. ბოლოკი უებარი საშუალებაა ხველების, ბრონქული ასთმის, რესპირატორული დაავადებების, ბრონქიტის სამკურნალოდ.

ამისთვის აიღეთ მოზრდილი ბოლოკი (სჯობს, რამდენიმე მოამზადოთ ერთდროულად), ამოჭერით გული და ჩაასხით შიგ თაფლი (შეიძლება შაქრის ჩაყრაც); გააჩერეთ სულ ცოტა 4 საათი. შემდეგ ბოლოკში ჩასხმული თაფლი მიიღეთ დღეში რამდენჯერმე, ჭამამდე დაახლოებით 40 წუთით ადრე 1 სუფრის კოვზის (ბავშვებისთვის – 1 ჩაის კოვზი) ოდენობით.

შავი ბოლოკი გამოიყენება კანის დაავადებების დროს, ასევე, ლამაზი კანის შენარჩუნებისთვის – გახეხილი ბოლოკისგან შეიძლება ნიღბის გაკეთება, ის ანოტივებს კანს, აქრობს გამონაყარს;

ბოლოკის წვენი კარგია მწერების, მათ შორის ფუტკრისა და კრაზანის ნაკბენზე – ამცირებს ტკივილს და აცხრობს შეშუპებას.

შავი ბოლოკი კარგი სიცხის დამწევი საშუალებაა, ის მარილთან ერთად ასევე ებრძვის მაღალი სიცხის გამოწვევ ინფექციებს.

ბოლოკი სასარგებლოა ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, აუმჯობესებს სუნთქვას, მოქმედებს, როგორც სუსტი კუჭში გამხსნელი საშუალება, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, შველის თავის ტკივილს, პირღებინებას, ყელის ტკივილს და სხვა.

ბოლოკის გამოყენება არ შეიძლება კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებების, ასევე თირკმელებისა და ღვიძლის დაავადებების გართულებების დროს.

ორსულობის დროს ბოლოკი, ერთი მხრივ, ძალიან სასარგებლოა დედისთვის, რომ შეინარჩუნოს სასურველი წონა, განსაკუთრებით ბოლო ტრიმესტრში, რადგან აქრობს შეშუპებებს, მაგრამ, მეორე მხრივ, შეიძლება, აამაღლოს საშვილოსნოს ტონუსი, ეს კი ნაყოფისთვის ძალზე საშიშია.

Exit mobile version