Vau.ge

თაფლიანი წყალი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ორგანიზმის საერთო გაჯანსაღების პროგრამაში. მისი რეგულარული მიღება 2 კვირის განმავლობაში აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, გამოდევნის ტოქსინებს, წმენდს ნაწლავებს.

თაფლიანი წყალი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ორგანიზმის საერთო გაჯანსაღების პროგრამაში. მისი რეგულარული მიღება 2 კვირის განმავლობაში აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, გამოდევნის ტოქსინებს, წმენდს ნაწლავებს.

ნატურალური თაფლი აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას, ახდენს ბაქტერიოციდულ, ანთების საწინააღმდეგო და მატონიზებელ მოქმედებას, აჩქარებს ქსოვილების აღდგენას, აწესრიგებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას, ასტიმულირებს შინაგანი ორგანოებისა და იმუნური სისტემის მუშაობას.

როგორ მოქმედებს თაფლიანი წყალი ორგანიზმზე?

• აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს და ხსნის სტრესს.
• აღადგენს ადამიანის ენერგეტიკულ ველს.
• რეგულარული მოხმარებისას უარყოფითად მოქმედებს ნაწლავურ პარაზიტებზე.
• ასეთ წყალს აქვს ანტივირუსული, ანტიბაქტერიული მოქმედება, დამღუპველად მოქმედებს სხვადასხვა სოკოებზე.
• არეგულირებს მსხვილი ნაწლავის მუშაობას.
• სასარგებლოა ქრონიკული ბრონქიტისა და სურდოს დროს.
• ხდება უჯრედების განახლება და აღდგენა
• დადებითად მოქმედებს კანზე. კვებავს რა ორგანიზმს ვიტამინებით, კანი ხდება ნაზი და ხავერდოვანი.
• ძილის წინ მიღებული თაფლიანი წყალი დაგავიწყებთ უძილობას და დილაობით თავის ტკივილს.

უკვე რამდენიმე წელია, რაც თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებით
ვიტანჯები. ხნიერი კაცი ვარ და გულის მდგომარეობა ოპერაციის ჩატარების ნებას
არ მაძლევს.

რამდენჯერმე კლინიკაში ვიწექი, ორჯერ სანატორიული მკურნალობის კურსიც გავიარე. ცოტა ხნით გამოვკეთდები, შემდეგ კი დაავადება ისევ მახსენებს
თავს.

რამდენიმე თვის წინ ჩემს მეუღლეს იმერეთის მაღალმთიან სოფელში სტუმრობისას ასწავლეს წყლულის სამკურნალო რეცეპტი.

მართლაც, ყოველ დილით უთენია მაღვიძებდა და საუზმემდე საათნახევრით ადრე მასმევდა 1 ჭიქა თბილ წყალს, რომელშიც 3 სადილის კოვზი თაფლი იყო გახსნილი. შემდეგ საუზმემდე ისევ ვიძინებდი.

იმავეს ვსვამდი საღამოს, ძილის წინ. ასე გაგრძელდა 3 თვე. შემდეგ 1 თვე შევისვენე და კვლავ ჩავიტარე სამთვიანი კურსი.

პირდაპირ გეტყვით, შვებით ამოვისუნთქე. ტკივილებმა თანდათან მიკლო და ბოლოს გაქრა. აღარც გულძმარვა მაწუხებს.

როცა სპეციალისტს გავესინჯე და მითხრა, წყლული შეხორცებულიაო, ჩემზე ბედნიერი არავინ მეგონა.

შედეგით აღფრთოვანებულმა მეუღლემ კვლავ მიყიდა თაფლი. მისი დანახვაც აღარ შემიძლია, მაგრამ თავს ზემოთ ძალა აღარ მაქვს — წელიწადში ორჯერ 3-3 თვე ვსვამ და ჯანმრთელობასაც აღარ ვუჩივი.

Exit mobile version