Vau.ge

ღმერთის საჩუქარი – რეცეპტები, რომლებიც კურნავს კუჭის დაავადებებს!

ღმერთის საჩუქარი - რეცეპტები, რომლებიც კურნავს კუჭის დაავადებებს!

1 ს/კ კარაქი, 1 ს/კ სპირტი, 1 ს/კ სუფთა თაფლი. დილით, უზმოზე, ჭამამდე 20 წუთით
ადრე, მიიღეთ იმ თანმიმდევრობით, როგორითაც ჩამოთვლილია. შემდეგ მიირთვით ნებისმიერი საკვები. მკურნალობის კურსი 1 თვეა.

10 გ დაქუცმაცებულ დინდგელს დაასხით 100 გ სპირტი, ჩაასხით მუქ ბოთლში. შეინახეთ ბნელ, მშრალ ადგილას 10 დღე. შეანჯღრიეთ დღეში რამდენჯერმე. დოზა: 1 ჩ/კ ნაყენი გახსენით 1/2 ყავის ჭიქა წყალში და მიიღეთ დღეში სამჯერ, სასურველია, უზმოზე, ჭამამდე 20-25 წთ-ით ადრე.

თუ ტკივილი გაგიგრძელდათ, დასაწყისში ჭამის შემდეგ მიიღეთ და მოგვიანებით შეცვალეთ მიღების წესი. მკურნალობის ხანგრძლივობა 2 თვეა.

ტუხტის (ალთეს) ფესვები დაანამცეცეთ. 2 ს/კ-ზე დაასხით 1,5 ჩ/ჭ მდუღარე წყალი,
ადუღეთ 30 წუთი დაბალ ცეცხლზე. გააცივეთ. გაწურეთ და მიიღეთ თბილ-თბილი, 1/3 ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამის დროს.

მიირთვით ნატურალური თაფლი საუზმემდე 1,5 საათით ადრე 30 გრამი, სადილამდე
2 სთ-ით ადრე 40 გრამი, ვახშმიდან 3 საათის შემდეგ კი 30 გრამი. მკურნალობის კურსია
15-20 დღე.

ნიახურის ნაყენი (2 ს/კ დანამცეცებულ ძირებიან ნიახურს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე
წყალი, დადგით 2 სთ, გადაწურეთ) მიიღეთ 1/3 ჭიქა 3-ჯერ დღეში, ჭამის შემდეგ.

100-100 გრამი კარაქის, კაკაოსა და თაფლის ნარევს დაამატეთ 50 გრამი ალოეს წვენი.
ნელ ცეცხლზე დაადნეთ, კარგად მოურიეთ და თავდახურული მინის ქილით შეინახეთ მაცივარში. მიიღეთ თითო ჩაის კოვზი 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

100 გ კოთხუჯის ფესვებს დაასხით 500 გ არაყი ან 40%-იანი სპირტი. დადგით 2 კვირა,
გაწურეთ ორმაგ დოლბანდში და შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას. მიიღეთ 15-20 წვეთი 2-3- ჯერ დღეში, ჭამამდე 20 წუთით ადრე, 1 თვე.

აჯობებს, თუ უწყლოდ დალევთ. ნაყენს იყენებენ დაბალი მჟავიანობით მიმდინარე ქრონიკული გასტრიტების, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, ფაღარათის დროს.

იგი შედეგიანია ქოლეცისტიტის, ღვიძლის ანთების და თირკმელში კენჭის დროსაც. ამშვიდებს ნერვულ სისტემას, უხდება გულის აჩქარებას.

5ლ თხის რძე დადგით სითბოში დასამჟავებლად. შემდეგ შემოდგით დაბალ ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. როგორც კი რძე შეხაჭოებას დაიწყებს, გადმოდგით ცეცხლიდან. გაწურეთ ხაჭო.

შრატი ჩაასხით ჯამში და ჩაყარეთ კარგად გარეცხილი შვრია (შრატისა და შვრიის თანაფარდობა უნდა იყოს 1:5), ხარშეთ 4-5 საათი ძალიან დაბალ ცეცხლზე. როცა მოიხარშება და გაცივდება, კარგად გაწურეთ, შვრია გადაყარეთ.

ნახარშს დაუმატეთ 300 გ თაფლი, 125 გ 70%-იანი სპირტი, კარგად მოურიეთ და შეინახეთ გრილ ადგილას. მიიღეთ 30 მლ ჭამამდე 15-20 წუთით ადრე, დღეში 3-ჯერ. მიღების წინ აუცილებლად შეანჯღრიეთ. მკურნალობის ერთი კურსისთვის დაგჭირდებათ სამი ასეთი ულუფა.

Exit mobile version