Vau.ge

იმისთვის, რომ მუდამ ჯანმრთელი იყოთ გირჩევთ ამ მეთოდს მიმართოთ, რომლის დახმარებით 2 დღეში ღვიძლი სრულად გასუფთავდება.

იმისთვის, რომ მუდამ ჯანმრთელი იყოთ გირჩევთ ამ მეთოდს მიმართოთ, რომლის დახმარებით 2 დღეში ღვიძლი სრულად გასუფთავდება.

ღვიძლი ადამიანის ორგანიზმში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანოა. ღვიძლის უჯრედები გამუდმებით ამუშავებენ სისხლს, რათა მისი სწორი ქიმიური შემადგენლობა უზრუნველყონ და წარმოქმნის ნაღვლის მჟავებს, რომლებიც ცხიმების ემულგირებას ახდენენ, რითაც აადვილებენ კუჭქვეშა ჯირკვლის ფერმენტებით მათ დამუშავებას. სისხლი, რომელიც გამოდის მუცლიდან და ნაწლავებიდან, გადის ღვიძლთან. ღვიძლი გადაამუშავებს ამ სისხლს და ორგანიზმისთვის უვარგისი ნივთიერებების დაშლა – მონელებას უწყობს ხელს.

ვენ მოგცემთ რამდენიმე რჩევას, თუ როგორ შეინარჩუნოთ ღვიძლის ჯანმრთელი მდგომარეობა, რათა თვენს ორგანიზმს არ შეექმნას პრობლემები.

არ დალიოთ ბევრი ალკოჰოლური სასმელი
ალკოჰოლის დიდი რაოდენობა ღვიძლის უჯრედებს შლის და აზიანებს, შეიძლება გამოიწვიოს მისი შეშუპება და ნაწიბურების წარმოქმნა, რომელსაც ციროზი ჰქვია და მომაკვდინებელიც კია.

მიირთვით ჯანსაღი საკვები და ივარჯიშეთ რეგულარულად
სწორი კვებით თქვენ გააკონტროლებთ წონას და არ გამოიწვევთ ღვიძლის გაცხიმოვანებას, რომელიც ასევე ცეროზის განვითარებას უწყობს ხელს. ღვიძლის მოვლისა და მკურნალობისთვის საუკეთესოა ნატურალური საშუალებები. თუ გიყვართ ჩაი, მიირთვით მწვანე ჩაი, რომელიც სარგებელს მოუტანს როგორც თქვენს ღვიძლს, ისე - ორგანიზმს.

საკვები, რომელიც შეიცავს ანტიოქსიდანტებს, იცავს თქვენს უჯრედებს თავისუფალი რადიკალებისგან, რომლებიც აზიანებენ საღ უჯრედებს და იწვევენ სერიოზულ დაავადებებს. ანტიოქსიდანტების შემცველი საჭმლის მიღება დაგეხმარებათ ამის თავიდან აცილებაში. ანტიოქსიდანტებს შეიცავს: ვაშლი, მარწყვი, თხილი, ლობიო და სხვა.

ღვიძლის პრობლემა მაშინ წარმოიქმნება თუ ადამიანს A, B და C ჰეპატიტი აქვს.

იმისთვის, რომ ეს ორგანო მუდამ ჯანმრთელი იყოს გირჩევთ ამ მეთოდს მიმართოთ, რომლის დახმარებით 2 დღეში ღვიძლი სრულად გასუფთავდება.

რეცეპტის მომზადება:

1 ჭიქა შავი ქიშმიში ჩაყარეთ 3 ჭიქა წყალში და 2 წუთის განმავლობაში ადუღეთ. ნაყენი 24 საათის განმავლობაში დატოვეთ. შემდეგ დღეს კი ეს ნაზავი თბილი, ცივი ან ცხელი სახით შეგიძლიათ მიიღოთ. თუ ორი დღის განმავლობაში მიიღებთ, ღვიძლი გასუფთავდება, ამის პარალელურად კი გახსოვდეთ, რომ არ უნდა მიიღოთ ცხიმიანი საკვები და ალკოჰოლი.

ქიშმიში ერთ-ერთი სასარგებლო და ფართოდ მოთხოვნადი ჩირია. ის ინარჩუნებს ყურძნის პრაქტიკულად ყველა სასარგებლო თვისებას, ვიტამინებს – 70-80%-ით, მიკროელემენტებს კი 100%-ით.

ვიტამინებიდან ქიშმიშში უხვადაა B1, B5, B6, P, PP, C, მინერალებიდან – კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, მანგანუმი, კობალტი, ფოსფორი, რკინა. ყურძნის ჩირი დიდი რაოდენობით შეიცავს აგრეთვე ფოლიუმის მჟავას, კაროტინს, შაქრებს (79,5-87,5%), აზოტოვან ნივთიერებებს (2,1-2,9%), ნახშირწყლებსა და ორგანულ მჟავებს.

Exit mobile version