Vau.ge

რამდენიმე წლის წინ გავცივდი და მას შემდეგ თავი ვეღარ დავაღწიე ცისტიტს -საბედნიეროდ მასწავლეს მცენარეული ნაყენი, რომელსაც საოცრება მოახდინა და განვიკურნე

რამდენიმე წლის წინ გავცივდი და მას შემდეგ თავი ვეღარ დავაღწიე ცისტიტს -საბედნიეროდ მასწავლეს მცენარეული ნაყენი, რომელსაც საოცრება მოახდინა და განვიკურნე

რამდენიმე წლის წინ გავცივდი და მას შემდეგ თავი ვეღარ დავაღწიე ცისტიტს - როგორც კი შემცივდებოდა, მაშინვე მიღიზიანდებოდა შარდის ბუშტი, მეწყებოდა ტკივილი.

კვირაობით გაუნძრევლად ვიწექი. მკურნალობა მშველოდა, მაგრამ დროებით. ჩემი გასაჭირი მეგობრის დედას შევჩივლე. თურმე ოდესღაც ისიც ჩემს დღეში ყოფილა და მცენარეული ნაყენით განკურნებულა.

მეც მასწავლა მისი მომზადება, მე კი თქვენ გასწავლით:

აიღეთ საღამო ხანს 1 წილი ვარდკაჭაჭასა და 1 წილი სალბის ნარევი,3 სუფრის კოვზი
ჩაყარეთ თერმოსში, დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი. დილით ნაყენი გადაწურეთ. მიიღეთ 3/4 ჩ/ჭ დღეში 4-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

მთელი ზაფხული ვსვამდი ამ ნაყენს და შემოდგომაზე ვიგრძენი, რომ საქმე უკეთესობისკენ მიდიოდა. თავს ვუფრთხილდებოდი, რომ არ გავციებულიყავი.

კიდევ რამდენიმე კურსი ჩავიტარე სალბისა და ვარდკაჭაჭას ნაყენით. მას შემდეგ ცისტიტი აღარ გამმწვავებია. არადა ექიმი მეუბნებოდა, დაავადება უკვე ქრონიკულია, აღარ მორჩება და პერიოდულად გამწვავებას უნდა ველოდოთო.

აიღეთ 200-300 გ სიმინდის ულვაში ან ალუბლის ყუნწი, დაასხით 1 ლიტრი წყალი და ადუღეთ. მიიღეთ თბილი, ნახევარ-ნახევარი ჭიქა დღეში სამჯერ. შეგიძლიათ დაატკბოთ თაფლით. სვით რამდენიმე დღე.

200 გ ნიახურის ძირი ჩაყარეთ 1 ლიტრ წყალში და 2-3 წუთს ადუღეთ, გააცივეთ, გა-
დაწურეთ. სვით დღეში სამჯერ სასურველი შედეგის მიღებამდე.

დაფქვით ყავის საფქვავში კამის თესლი, 1 სუფრის კოვზფხვნილს დაასხით 1 ჭიქა მდუ-
ღარე წყალი, 1 საათით გააჩერეთ, გააგრილეთ და ნალექითურთ დალიეთ. სვით 2 კვირა.

აურიეთ ერთმანეთში თანაბარი რაოდენობის თაფლი და ნიახურის თესლი. მიღებული ნარევი საკმაოდ გემრიელია. მიიღეთ 2 კვირის განმავლობაში, დღეში 3-ჯერ თითო ჩაის კოვზი.

აიღეთ კედრის გირჩები, დააქუცმაცეთ, დაამატეთ იმავე ოდენობის თაფლი. მიიღეთ თითო ჩაის კოვზი დღეში სამჯერ, ორი კვირის განმავლობაში. ეს ნარევი არა მარტო შარდის ბუშტს, არამედ თირკმლებსაც ასუფთავებს. მერწმუნეთ, საუკეთესო შედეგს, მიიღებთ, თუ სტატიაში მოცემული რეცეპტებიდან ერთს მაინც მოამზადებთ.

Exit mobile version