Vau.ge

როგორ ავიცილოთ ზაფხულში დიარეა? – ეს ძალიან მარტივია მოცვის დახმარებით!

როგორ ავიცილოთ ზაფხულში დიარეა? - ეს ძალიან მარტივია მოცვის დახმარებით!

დიარეა, იგივე ფაღარათი, ხალხში კუჭის აშლილობასაც რომ ეძახიან, არის დღე-ღამეში სამი ან მეტი დეფეკაცია (ნაწლავების მოქმედება) თხიერი ან ფაფისებრი განავლით.

მინდა ხაზი გავუსვა, რომ ფართოდ ხმარებული ტერმინი “კუჭის აშლილობა” არ არის სწორი და არ გამოხატავს დაავადების არც მექანიზმს და არც არსს.

დიარეის დროს არა იმდენად კუჭის, რამდენადაც ნაწლავთა ფუნქციის დარღვევასთან გვაქვს საქმე. შედეგად იზრდება ნაწლავთა მოქმედების სიხშირე, დღეღამური განავლის საერთო მოცულობა და მისი წყლიანობა.

უფრო ზუსტი განმარტებით, ფაღარათად მიიჩნევა მდგომარეობა, რომლის დროსაც განავლის სადღეღამისო მოცულობა აღემატება 200 მლ-ს, ხოლო მასში წყლის შემცველობა აღწევს 85-95%-ს.

ზოგიერთი ინფექციური წარმოშობის დიარეის დროს ნაწლავთა მოქმედების სიხშირემ დღე-ღამეში შესაძლოა 20-30-საც კი მიაღწიოს (დაახლოებით 30 წუთში ერთხელ).

2-3-კვირიან დიარეას მწვავე ეწოდება, უფრო მეტად გახანგრძლივების შემთხვევაში ქრონიკული დიარეის სინდრომზე საუბრობენ.

ეს უკანასკნელი ვითარდება გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის, კრონის დაავადების, სხვადასხვა ტიპის ენტეროპათიის, ქრონიკული პანკრეატიტის, ქრონიკული ქოლეცისტიტის, ცელიაკიის (გლიადინის აუტანლობის), მსხვილი ნაწლავის (კოლორექტული) ზოგიერთი სახეობის სიმსივნის დროს და სხვა.

ფაღარათის დროს აიღეთ 2 სუფრის კოვზი ხმელი მოცვი, დაასხით 1 ჩაის ჭიქა ცივი ანადუღარი წყალი და გააჩერეთ 8 საათი. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ 0,5 ჩაის ჭიქა დღეში 3-4-ჯერ.

მოცვის შემადგენლობა და კალორიულობა

კენკრის ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ნაცარი, წყალი, მთრიმლავი ნივთიერებები, ორგანული მჟავები (ლიმონის, ვაშლის, ქარვის, რძის და სხვა). ვიტამინები – С, B ჯგუფის, ცხიმები, პროტეინი.

სამკურნალოდ მოცვის ნაყოფსა და ფოთლებს იყენებენ. ნაყოფმა სამკურნალო თვისებები მაქსიმალურად რომ შეინარჩუნოს, მას ასეთი წესით აშრობენ: ქაღალდზე ან ნაჭერზე თხლად გაფენილ მარცვლებს ჰაერზე ოდნავ აჭკნობენ, შემდეგ კი ღუმელში 60-700ც ტემპერატურაზე აშრობენ. კარგად გამომშრალი ნაყოფი შეხებისას ხელს არ უნდა სვრიდეს. სწორად გამომშრალი მოცვი რამდენიმე წლის განმავლობაში ინახება. ფოთლებს ყვავილობისას აგროვებენ და თხლად გაფენილს ჰაერზე აშრობენ.

Exit mobile version