Vau.ge

ტირიფი თავისი უნიკალური სამკურნალო თვისებების გამო ხშირად გამოიყენება ხალხურ მედიცინაში ვარიკოზის და რევმატიზმის სამკურნალოდ.

ტირიფი თავისი უნიკალური სამკურნალო თვისებების გამო ხშირად გამოიყენება ხალხურ მედიცინაში ვარიკოზის და რევმატიზმის სამკურნალოდ.

ვარიკოზი - სხეულის ნებისმიერ ნაწილზე შეიძლება განვითარდეს, თუმცა უმეტეს შემთხვევაში ის ქვედა კიდურებზე ვრცელდება, რადგან ფეხზე დგომა და სიარული ზრდის წნევას სხეულის ქვედა ნაწილზე. ეს კი იწვევს სისხლძარღვებში სისხლის დაგროვებას და მათ დაჭიმვას. შედეგად კი, კანის ზედაპირზე ჩნდება შეშუპებული, ამობურცული და დაკლაკნილი ვენები.

ვარიკოზის გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზად მემკვიდრეობითობა სახელდება. ხშირია შემთხვევები, როდესაც იგი მშობლიდან შვილზე გადადის. ასევე, დაავადებას განაპირობებს ჰორმონალური ფაქტორები, როგორებიცაა სქესობრივი მომწიფების, ორსულობის და მენოპაუზის პერიოდი, ჩასახვის საწინააღმდეგო აბები და ა.შ.
რევმატიზმი  –  დაავადება, რომელიც ხასიათდება დამაკავშირებელი ქსოვილის ანთებითი ინფექციურ-ალერგიული სისტემური დაზიანებით.
ლოკალიზაციის მიხედვით გამოიყოფა:

მიზეზები

 

სიმპოტმები

ართრიტი - ეს არ არის ცალკეული დაავადება.  ეს ტერმინი  აერთიანებს, იმ დაავადებებს რომლებიც აზიანებენ სახსრებს. არსებობს 100ზე მეტი სხვადახვა ტიპის ართრიტი.

ართრიტის გამომწვევი სხვადასხვა მიზეზი არსებობს, ამის  მიხედვით  კლასიფიცირდება შემდეგნაირად:

სამკურნალოდ გამოსადეგია ტირიფის ქერქი, რომელსაც ადრე გაზაფხულზე აგროვებენ. ის იოლად სძვრება 6-7 წლის ხეებს. ვენების ვარიკოზული გაგანიერებისას კარგია ფეხის აბაზანა:

თანაბარი რაოდენობით იღებენ ტირიფისა და მუხის ქერქს, ასხამენ მდუღარე წყალს, 15 წუთს ხარშავენ ნელ ცეცხლზე და თბილი წყლით სავსე ღრმა თასში (უმჯობესია ვედრო, რომ წყალი მუხლამდე მოგწვდეთ) ასხამენ.

ტირიფის ქერქის აბაზანები ძალიან ეფექტურია რევმატიზმისა და ართრიტის დროსაც.

აიღეთ 2 სუფრის კოვზი ტირიფის ქერქი, დაასხით 200 მლ ანადუღარი წყალი, 20 წუთს ხარშეთ სუსტ ცეცხლზე ან8 საათით დააყენეთ. დალიეთ 50 მლ დღეში 3-4 ჯერ. შეგიძლიათ დაატკბოთ თაფლით.

ტირიფის ქერქის ნახარში კარგია ცხელების დროს, აგრეთვე — როგორც ჭიების საწინააღმდეგო საშუალება.

ამ საშუალებას აქვს უკუჩვენებაც, კერძოდ, არ შეიძლება მისი მიღება კუჭის წყლულის
დროს, ასევე ასპირინთან ერთად.

Exit mobile version