Vau.ge

ხახვის ნახარში უებარი საშუალებაა ჰიპოტონიკებისთვის

ხახვის ნახარში უებარი საშუალებაა ჰიპოტონიკებისთვის

ტერმინი `ჰიპოტონია~ ასახავს ორგანიზმის ისეთ მდგომარეობას, რომელიც ორგანოთა ამა თუ იმ სისტემის ნორმალური ფიზიოლოგიური ტონუსის დაქვეითებით ხასიათდება.

თუ კუნთოვანი ჰიპოტონიისთვის დამახასიათებელია კუნთოვანი ტონუსის დაქვეითება, არტერიული ჰიპოტონია არტერიული წნევის დაქვეითებას გულისხმობს.

არტერიული ჰიპოტონიის განვითარების მექანიზმებს უმთავრესად იმ სისტემათა ფუნქციის დარღვევა განაპირობებს, რომლებიც არტერიული წნევის ნორმალურ დონეზე შენარჩუნებას უზრუნველყოფს. სახელდობრ, არტერიული წნევის დაქვეითების მიზეზად შეიძლება იქცეს:

უამრავი რჩევა იბეჭდება მათთვის, ვისაც მომატებული არტერიული წნევა აწუხებს,ხოლო მათთვის, ვინც დაბალ წნევას უჩივის, რეკომენდაციას აქა-იქ თუ წააწყდებით.

არტერიული წნევის დაქვეითებისას თავდაპირველად ფინჯან ყავას ნამდვილად შეუძლია მდგომარეობის გამოსწორება, მოგვიანებით კი საქმეს ვეღარც ის შველის.

დიდხანს ვეძებდი ხალხურ წამალს, რომელიც წნევას სამუდამოდ თუ არა, დიდი ხნით მაინც დაუბრუნებდა ნორმას და, როგორც იქნა, მივაგენი — აღმოჩნდა, რომ წნევის დაქვეითებისას ძალიან კარგია ნიახურის ფესვი და ცოცხალი მარწყვი.

სამწუხაროდ, შემოდგომაზე და ზამთარში ორივე ძნელად საშოვნია, ამიტომ არჩევანი ხელმისაწვდომ საშუალებაზე — ხახვის ნახარშზე შევაჩერე.

აიღეთ 2 საშუალო ზომის ხახვის თავი,  დაახლოებით ქათმის მოზრდილი კვერცხისოდენა. გაუფცქვნელსვე დაასხით 1 ლიტრი წყალი და 100 გრამი შაქრის ფხვნილი დააყარეთ. შედგით საშუალო ცეცხლზე და 15 წუთი ხარშეთ. სვით დღეში ნახევარი ჭიქა, ვიდრე არ გამოილევა.

ნახარშს სპეციფიკური გემო და სუნი არ აქვს. რაც მთავარია, მისი მიღება საკმაოდ დიდხანს შეიძლება. დროთა განმავლობაში წამალი ისე მოქმედებს სისხლძარღვებზე, რომ არტერიულ წნევას ასტაბილურებს.

ნახარშის სმას ოქტომბერში ვიწყებ და ზამთრის დამდეგს ვამთავრებ. კურსს ვიმეორებ გაზაფხულზე. შევამჩნიე, რომ წნევასთან ერთად სხვა პრობლემებმაც იკლო. მაგალითად, გრიპი და გაციება უფრო იშვიათად მემართება.

Facebook კომენტარები
Exit mobile version