Vau.ge

გამოიყენეთ ლიმონი, მარილი, წიწაკა და თქვენ გათავისუფლდებით  ბევრი პრობლემისგან.

გამოიყენეთ ლიმონი, მარილი, წიწაკა და თქვენ გათავისუფლდებით  ბევრი პრობლემისგან.

დღეს ვისაუბრებთ მჟავე ციტრუსზე, რომელიც უნდა მივიღოთ მარილთან და წიწაკასთან ერთად. ეს წამალი პირველ რიგში დაგეხმარებათ გაციების დროს, თუმცა არანაკლებ სასარგებლოა სხვა დაავადებების დროსაც.

ლიმონით მკურნალობა

გაციების დროს, ეფექტურია თუ მივიღებთ ბევრ ცხელ სითხეს, მაგრამ წამალი ორმაგად ეფექტური გახდება თუ წყალს ან ჩაის დავუმატებთ ლიმონს, ცოტა მარილსა და წიწაკას. ანდა უბრალოდ მიირთვით მარილიანი და წიწაკიანი ლიმნის ნაჭერი.

თუ გტკივათ ყელი გამოივლეთ სავლები შემდეგი შემადგენლობით :

აბაზანა ფრჩხილებისათვის გახდება ორმაგად ეფექტური თუ მასაში ჩავამატებთ რამოდენიმე წვეთ ლიმონს და ცოტა მარილს.

ნაბახუსევზე მიირთვით პომიდვრის წვენი და მასში ჩაამატეთ 2-3 წვეთი ლიმონის წვენი, მწიკვი მარილი და დაფქული შავი წიწაკა.

თუ თქვენ გაწუხებთ ზედმეტი წონა, ყოველ დღე მიიღეთ 1 ჭიქაში გაზავებული თბილი წყალი, 1/4 ჩ/კ დაფქული შავი წიწაკა, 1 ს/კ თაფლი და 2 ს/კ ლიმონის წვენი.

გულის რევის დროს კარგია თუ მიიღებთ წყალს შავი დაფქული წიწაკით და ლიმნის წვენით.

ლიმონის ცედრის, შავი წიწაკის და მარილის ნარევი წარმოადგენს უგემრიელეს სუნელს კერძების შეზავებისათვის. ის არამარტო პიკანტურ გემოს შესძენს კერძს, არამედ დააჩქარებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს.

ჭიქა წყალს დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი, 1 სუფრის კოვზი მარილი და 1/2 ჩაის კოვზი შავი წიწაკა. წყალი ყელში სავლებად გამოიყენეთ, მოგიხსნით ყელის ტკივილსა და ხველას.

1 სუფრი კოვზი ჰიმალაის მარილი ჩაყარეთ ჭიქა თბილ წყალში, დაუმატეთ ლიმონი და გამოივლეთ პირის ღრუში, რათა განთავისუფლდეთ შინაგანი ბაქტერიებისგან და შეიმსუბუქოთ ტკივილი.

ცოდაოდენ წყალში ჩაყარეთ - მიხაკის 2 კვირტი, წიწაკის 10 მარცვალი და ბაზილიკას 15 ფოთოლი. დაბალ ცეცხლზე ადუღეთ 15 წუთს და შემდეგ გაწურეთ. გადაიტანეთ საცობიან ქილაში, დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი თაფლი და გაგრილებას დაელოდეთ. სასმელი შეგიძლიათ შეინახოთ მაცივარში 2 კვირის განმავლობაში.

კვლიავი, წიწაკა, დარიჩინი, ილი, შეურიეთ ერთმანეთს თანაბარი რაოდენობით. შემდეგ უბრალოდ შეიყნოსეთ ნარევი და დააცემინეთ, გაგიხსნით ჩაკეტილ ცხვირს.

დაასვენეთ ბამბა ლიმონის წვენში და ცხვირის ნესტოში გაიჩერეთ. შემდეგ თავი წინ გადმოწიეთ.

ლიმონის არომატი ღებინებას შეგიჩერებთ, შავი წიწაკა კი კუჭს ამშვიდებს. ამიტომ ჭიქა თბილ წყალში დაამატეთ 1 ჩაის კოვზი შავი წიწაკა და სუფრის კოვზი ლიმონის წვენი, დალიეთ ნელა.

1/2 დაფქული წიწაკა შეურიეთ მიხაკის ზეთს და წაისვით მტკივან კბილზე. ტკივილი მალე შეგიმსუბუქდებათ.

 

Exit mobile version