Vau.ge

მრავალძარღვას სამკურნალო თვისებები ამოუწურავია. გაეცანით კიდევ ერთ სასწაულმოქმედ რეცეპტს.

მრავალძარღვას სამკურნალო თვისებები ამოუწურავია. გაეცანით კიდევ ერთ სასწაულმოქმედ რეცეპტს.

წლებია, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება მაქვს. მთელი ცხოვრება მისი მართვაა საჭირო, რეგულარულად პრეპარატების მიღება, რომლებიც ზოგჯერ თავადაც კი აღიზიანებენ კუჭის ისედაც დაზიანებულ ლორწოვან გარსს. ამ შემთხვევაში ჩემი მცველი მრავალძარღვა გახდა, რომელსაც სალბის ბალახთან ერთად სამკურნალოდ ვიყენებ:

აიღეთ ერთნაირი რაოდენობით მრავალძარღვასა და სალბის ბალახი. წვრილად დაჭერით და ერთმანეთში აურიეთ. 1 სადილის კოვზ მცენარეთა ნარევს დაასხით 2 ჭიქა ადუღებული წყალი და ადუღეთ 5 წუთი, შემდეგ ეს ნაყენი 1 საათით გააჩერეთ და მზად არის.

გაზაფხულის დადგომისთანავე, როცა დაავადების გამწვავების რისკი ჩნდება, ვსვამ ნახევარ ჭიქა ნაყენს ერთხელ დღეში და ამას ვაგრძელებ 10 დღის განმავლობაში. შემოდგომაზე, როცა გამწვავების ალბათობა კიდევ უფრო მატულობს, იმავე ნაყენს კვლავ 10 დღის განმავლობაში ვღებულობ, ოღონდ შედარებით გაზრდილი დოზებით – ნახევარი ჭიქის ოდენობით დღეში სამჯერ.

მრავალძარღვა შესანიშნავი საშუალებაა რესპირატორული, ფილტვების, კუჭისა და სხვა დაავადებების დროს, ახდენს სედატიურ მოქმედებას, შველის ნევროზების მსუბუქი ფორმების, გაღიზიანებულობისა და უძილობის დროს. მას იყენებენ როგორც სამკურნალო ბალახს ავთვისებიანი სიმსივნეების დროს.
მრავალძარღვა (Plantago) ერთი ან მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ცნობილია მისი 250-მდე სახეობა. აქედან საქართველოში გვხვდება 11 სახეობა. იზრდება ზომიერ სარტყელში, მშრალ და ბალახოვან ფერდობებზე, გზის პირებზე, მდელოებსა და ღორღიანებზე. სამკურნალოდ ძირითადად დიდი მრავალძარღვას ფოთლები გამოიყენება.
მრავალძარღვას შემადგენლობაში შედის უამრავი მთრიმლავი ნივთიერება — ფიტონციდი, ორგანული მჟავა, პოლისაქარიდი, ფლავონოიდი, კაროტინოიდი, К და С ვიტამინები და ბევრი სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება.
მრავალძარღვას სამკურნალო თვისებების შესახებ უძველესი დროიდან არის ცნობილი. მაგალითად, ავიცენა მიუთითებდა, რომ მრავალძარღვას საფენები კარგად მოქმედებს სპილოს დაავადების დროს, ხელს უშლის მის განვითარებას და აცხრობს შეშუპებას; მის წვენს თუ ყურში ჩავიწვეთებთ, ის გააყუჩებს ტკივილს; ხოლო კბილის ტკივილის დროს კარგია მისი ღეროს ღეჭვა, ან ნახარშის გამოვლება პირის ღრუში.

სალბის უნიკალურ თვისებებს უძველესი დროიდანვე აღიარებენ. იმ დაავადებათა ჩამონათვალი, რომლებსაც სალბი კურნავს, საკმაოდ ვრცელია: ნაღვლის ბუშტის ანთება, ბუასილი, ფაღარათი, ენტეროკოლიტი, გასტრიტი, ენტერიტი, მეტეორიზმი, შარდის ბუშტის პათოლოგიები. სალბი წმენდს სისხლს, დადებითად მოქმედებს სასუნთქ სისტემაზე, კანზე. სალბისგან დამზადებული  სავლები ეფექტურია ნუშურების, პირის ღრუს ლორწოვანის, ღრძილების ანთებისა და წყლულოვანი ცვლილებების დროს.

Exit mobile version