თუ ამას გააკეთებთ ერთი ცდაც საკმარისი იქნება, რომ გქონდეთ ქათქათა კბილები!
ჭაობის კოთხუჯის ფესურების ნაყენი (როგორც წყალზე, ასევე სპირტზე) კარგია პირის ღრუში გამოსავლებად კბილის ტკივილის, ღრძილების დაავადებების, პირის ღრუში უსიამოვნო სუნის დროს.
– კარგია სალბის ნაყენიც. უნდა ივლოთ თბილ-თბილი, ხშირ-ხშირად და დიდხანს გაიჩეროთ პირის ღრუში.
აიღეთ წვრილად დაჭრილი ჟოლოსა და პიტნის ფოთლები და დაასხით 30 გრამი ღვინის ძმარი. სამი დღით დააყენეთ მინის ჭურჭელში, მერე საწურში გაწურეთ და პირის ღრუში გამოივლეთ.
ლემას ფოთლების ნაყენი და ფხვნილი კბილის ტკივილს აყუჩებს. ნაყენი 40-გრადუსიან სპირტზე მზადდება. აიღეთ 3 სუფრის კოვზი კარგად დაქუცმაცებული ფოთოლი, დაასხით 100 მლ 40-გრადუსიანი სპირტი და დააყენეთ 10 დღით ბნელ, გრილ ადგილას.
შემდეგ გადაწურეთ. რამდენიმე წვეთი დააწვეთეთ დოლბანდზე ან ბამბაზე და მტკივანი კბილის ღრმულში ჩაიდეთ — ტკივილი გადის. ფხვნილის მწიკვი ჩაიდეთ ღრმულში და ზემოდან ბამბა დააფარეთ.
კბილის ტკივილს აყუჩებს თავშავას ნაყენიც. კბილების გასათეთრებლად და კარიესის პროფილაქტიკისთვის კარგია ასეთი რამ:
აიღეთ მწიკვი ზღვის ან სუფრის მარილი და კარგად დანაყეთ. დაამატეთ 2-3 წვეთი
ზეითუნის ზეთი. მიღებული მასა 5 წუთის განმავლობაში თითით შეიზილეთ ღრძილებსა და კბილებში. პროცედურა ჩაიტარეთ თვეში 1-2-ჯერ, დილა-საღამოს.
ცოტა რამ კბილების მოვლის შესახებ!
ერთი შეხედვით რა უნდა იყოს კბილების გახეხვაზე ადვილი? გაისვი-გამოისვი ჯაგრისი, გადაანერწყვე, გამოივლე და ეგაა. მაგრამ არა, სრულყოფილების მისაღწევად აუცილებელია, როგორც პრაქტიკული ასევე თეორიული ცოდნა. ამიტომ კბილების გამოხეხვა – ხელოვნებაა, რომელიც საჭიროებს პროფესიონალურ სწავლებას.
მხოლოდ პერსონალური, ინდივიდუალური მიდგომა და ცოდნა, რომელსაც ფლობენ „ნინო ბერიძის ორთოდონტიულ ცენტრში“ დაგეხმარებათ შეცვალოთ ჰიგიენის ჩვევები და უზრუნველყოთ კბილების და ღრძილების ჯანმრთელობა მთელი ცხოვრების მანძილზე.
- კბილების წმენდის ინოვაციური ტექნიკის შესწავლა.
- სახლის პირობებში გამოსაყენებელი ჰიგიენის საშუალებების ინდივიდუალურად შერჩევა.
- რეკომენდაციები ჯენმრთელობის, სითეთრის და სიქათქათის შესანარჩუნებლად.
კბილის ნადები – კბილების დაშლის და ყველა დაზიანების გამომწვევი, იმალება კბილებს შორის, ღრძილზედა და ღრძილქვეშა მიდამოებში, რაც ჩვეულებრივი ჯაგრისით ხეხვისთვის მიუდგომელია. ხოლო უყურადღებობის და ცუდი ჰიგიენის შემთხვევაში ნადები ხდება კბილების დაზიანების მიზეზი.
ფიქრობთ, რომ მაგარი ჯაგრისი უკეთ აშორებს ნადებს?
- მაგარი ჯაგრისი ვერ აღწევს რთულად მისადგომ ადილებში. მაგრამ ზედმეტი ძალისხმევის დატანებაც სახიფათოა!
- კბილებზე არსებული ბაქტერიული ნადები რბილია. არ არის საჭირო მისი გამოფხეკა! უკიდურეს შემთხვევაში მისი მოშორება შესაძლებელია რბილი ქსოვილითაც.
- რბილი ჯაგრისიც მცირე ზემოქმედებით მშვენივრად ედება არასწორ ზედაპირს.
- ჯაგრულების სისქე – 0,1 მმ!
- 10 ჯერ მეტი ჯაგრულები ჩვეულებრივ ჯაგრისთან შედარებით!
კბილების ხეხვის ხელოვნება
- ჯაგრულები განათავსეთ 450 კუთხით
- 50% ჯაგრისის ზედაპირი – ღრძილის მიდამოში
- 50% კბილის ზედაპირზე.