Vau.ge

ენურეზს მაყვალი და მოცვი შველის – გაინტერესებთ, როგორ?! მაშინ წაიკითხეთ ეს სტატია!

ენურეზს მაყვალი და მოცვი შველის - გაინტერესებთ, როგორ?! მაშინ წაიკითხეთ ეს სტატია!

­ რას ნიშნავს ენურეზი?

­ “ენურეზი” ბერძნული სიტყვაა და შარდის ბუშტის უნებლიე დაცლას, შარდის შეუკავებლობას ნიშნავს. განასხვავებენ შარდის შეუკავებლობის ორ ტიპს ­ შარდის შეუკავებლობას დღის საათებში და ღამის ენურეზს. ბავშვებში განსაკუთრებით არის გავრცელებული ღამის ენურეზი.

განასხვავებენ მის პირველად და მეორეულ ფორმებს. პირველად ღამის ენურეზს საფუძვლად უდევს მოშარდვის რეფლექსის გამოუმუშავებლობა, მეორეული ღამის ენურეზის დროს კი უკვე გამომუშავებული შარდის შეკავების რეფლექსი ქრება. პირველადი ღამის ენურეზის დროს ძილში შარდის ბუშტის უნებლე დაცლა კვირაში ორჯერ მაინც ხდება. ასეთ დიაგნოზს უსვამენ 5 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებს, რომლებსაც ჩვილობიდანვე არ ჰქონიათ მშრალი პერიოდი და არ უდასტურდებათ საშარდე სისტემის ორგანოთა დაზიანება. ღამის ენურეზს განაპირობებს:


● გენეტიკური ფაქტორები;
● გამოღვიძების პროცესის დარღვევა;
● შარდის ბუშტის დაცლის კონტროლის უნარის დარღვევა;
● ენდოკრინული ფაქტორი (ანტიდიურეზული ჰორმონის გამოყოფის შემცირება, რაც ზრდის ღამის საათებში შარდის გამომუშავებას);
● ფსიქოლოგიური ფაქტორები;
● უროდინამიკური პრობლემები;
● საშარდე გზების ინფექციები;
● საშარდე გზების სარქვლები;

ჩემი შვილიშვილი დღენაკლული დაიბადა. რამდენიმე თვე ინკუბატორში იწვა და იქ
„ნაზღაურებდა იმ დროს, რაც დედის მუცელში დააკლდა.

მისი შინ მოყვანის დღე ჩვენს ოჯახში დღესასწაულად იქცა, როგორც იქნა, გვეღირსა — ჩვენს სახლშიც გაისმა ჩვილის ტირილი. თავდაპირველად საგანგაშოს ვერაფერს ვამჩნევდით.

გვიხაროდა კიდეც — დღენაკლულის კვალობაზე საკმაოდ ჯანმრთელი ჩანდა.
შემაშფოთებელმა ნიშნებმა ოთხი წლის ასაკში იჩინა პატარა კვლავ შარვალ-
ში ისველებდა, თანაც ისე, რომ ვერც კი გრძნობდა.

კარგა ხანს გაგრძელდა ასე. არაფერი დაგვიკლია, მაგრამ მხოლოდ იმას მივაღწიეთ, რომ დღისით აღარ ისველებდა, ღამით კი ყველაფერი უწინდებურად დარჩა.

სკოლაში მივიყვანეთ თუ არა, პრობლემაც დაგვატყდა თავს: არ ვიცი, სხვა რამის გამო ნერვიულობდა თუ მასწავლებლისა ეშინოდა, უკვე დღისითაც დაეწყო უნებლიე შარდვა.

თანაკლასელები დასცინოდნენ და ბავშვმაც სკოლაში სიარულზე უარი გამოგვიცხადა.

საგონებელში ჩავცვივდით, რამდენიმე დღე მართლაც აღარ გაგვიშვია სასწავლებელში. ჩვენი ამბავი მეზობლებმაც შეიტყვეს. რჩევები ნიაღვარივით წამოვიდა. ზოგი რას გვთავაზობდა,ზოგი — რას.

ერთ დღეს ქმრის ბიძაშვილი გვესტუმრა, რომელმაც გამიმხილა, ასეთი რამ ბავშვობაში ჩემს შვილსაც სჭირდაო, მასწავლა კიდეც, როგორ დაგვეღწია ამისთვის თავი.

არჩევანი რატომღაც სწორედ მის რეცეპტზე შევაჩერე.  ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი
, როგორც ჩემი ვარაუდი გამართლდა.

რამდენიმე ხნის შემდეგ ჩემმა შვილიშვილმა უნებლიე შარდვას არათუ
დღისით, ღამითაც უკლო, სკოლაშიც თავისუფლად დადის და ჩვენც შვებით ამოვისუნთქეთ.

მკურნალობა მარტივია:

უნდა აიღოთ 1 სუფრის კოვზი მრავალძარღვას დაქუცმაცებული ფოთოლი და დაასხათ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, შეფუთოთ, 1 საათი გააჩეროთ და გადაწუროთ.

მიღების წესი კი ასეთია: 1 სუფრის კოვზი დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე.
მკურნალობა 2 კვირა მაინც უნდა განაგრძოთ, თუმცა შედეგი 4-5 დღის შემდეგ გამოჩნდება.

მთელი ამ ხნის განმავლობაში აუცილებელია, ბავშვმა ძილის წინ მიიღოს 1 ჩაის კოვზი თაფლი, რომელიც აძლიერებს ნერვული სისტემის ფუნქციებს და ძილის დროს ორგანიზმში სითხეს აკავებს.

თუ მკურნალობას ზაფხულში გადაწყვეტთ, გამოგადგებათ მაყვალი და მოცვიც.

აიღეთ 1 სუფრის კოვზი ახალმოკრეფილი მაყვალი და ამდენივე მოცვი, დაასხით 500
მლ წყალი, 5-10 წუთი ადუღეთ, ერთხანს გააჩერეთ, შეფუთეთ და ასე დატოვეთ 30-40 წუთი. ასვით ბავშვს თითო ჭიქა დღეში 3-4-ჯერ. მკურნალობა 2 კვირა მაინც უნდა გაგრძელდეს. თუამაზე მეტხანს განაგრძობთ, უფრო უკეთესი.

Exit mobile version