Vau.ge

Სეზამის ზეთი არის უნივერსალური მკურნალი ! იურვედას საიდუმლოებების გამჟღავნების დროა !

Სეზამის ზეთი არის უნივერსალური მკურნალი ! იურვედას საიდუმლოებების გამჟღავნების დროა !

სეზამის თესლი და მისგან მიღებული ზეთი უკიდურესად მდიდარია სხვადასხვა მინერალებით და ვიტამინებით, რომლებიც აუცილებელია ადამიანის ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის.

ესენია თუთია, ფოსფორი, კალციუმი და განსაკუთრებით ვიტამინი E. სეზამის ზეთში გვხვდება ვიტამინების შემდეგი შადგენლობა: ვიტამინი A, B1, B2, B3, PP, B4, C, D, E (ქოლინი), მაკრო და მიკროელემენტები. სეზამი ძალიან მდიდარია რკინით, სილიციუმით, ნიკელით, მაგნიუმითა და სპილენძით.

ამას გარდა, სეზამის თესლის ზეთში დიდი რაოდენობით გვხვდება ომეგა 3, 6, 9 ცხიმოვანი მჟავები.

სეზამის ზეთი ფართოდ გამოიყენება იაპონურ, ჩინურ, ინდურ და ტაილანდურ სამზარეულოებში მსუბუქად შეწვის, სალათების და სოუსებისთვის. იგი სტანდარტულ საკვებს მატებს ახალ გემოსა და უნიკალურ არომატს.

სეზამის ზეთს აქვს ძალიან ლამაზი და დახვეწილი კაკლოვანი არომატი და ღია ყვითელი ფერი. აღსანიშნავია, რომ მას აქვს დამუშავების ძალიან დაბალი ტემპერატურა, ამიტომაც მისი გამოყენება, რეკომენდებულია მზა კერძებისა და სალათების მოსამზადებლად.

Golden Kings – სეზამის ზეთის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:

კანის მოვლა სეზამის ზეთით: 

სეზამის ზეთი კარგად ასუფთავებს კანს მკვდარი უჯრედებისაგან, მავნე ნივთიერებებისაგან. ის კარგად კვებავს და ატენიანებს კანს. კანის ასაკობრივი ცვლილებების წინააღმდეგ აქვს დადებითი შედეგი. აუმჯობესებს კაპილარულ სისხლის მიმოქცევას, იცავს მას ულტრაიისფერი სხივებისაგან.

აბაზანა მშრალი და დამსკდარი ხელებიათვის: 

ზეთები აურიოთ ერთმანეთში, შევათბოთ 35–40 გრადუდამდე, შემდეგ ამ აბაზანაში ჩავაწყოთ ხელები.

რელაქსაციური მასაჟი ღრმა და ჯანსაღი ძილისთვის: 

იმისათვის, რომ ეს მასაჟი იყოს საკმაოდ ეფექტური, თავიდან ოდნავ შემთბარი სეზამის ზეთი უნდა შევიზილოთ ფეხებზე, შემდეგ ჩავდგათ ისინი თბილ ბალახების ნაყენებისგან დამზადებულ აბაზანაში 10–15 წუთი.

კანის კოსმეტიკური ნიღაბი გამაახალგაზრდავებელი და დამატენიანებელი ეფფექტით: 

ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში ავურიოთ და ნაზავი წავისვათ ტანზე. 30 წუთი გავიჩეროთ, და ჩამოვიბანოთ თბილი წყლით.

Exit mobile version