Vau.ge

ხალხური შეუდარებელი რეცეპტები, რომლებიც ოფლის დენას აჩერებს და უხერხულ სიტუაციებს გვარიდებს..

ხალხური შეუდარებელი რეცეპტები, რომლებიც ოფლის დენას აჩერებს და უხერხულ სიტუაციებს გვარიდებს..

ოფლის სუნს ადამიანი უძველესი დროიდან ებრძოდა. მაგალითად, რომაელები იღლიის ქვეშ არომატული ბალახით სავსე სპეციალურ თოფრაკებს ითავსებდენენ. პირველი მადეზოდორირებელი საშუალება ჩვეულებრივი სოდა გახლდათ

- ის ანეიტრალებდა ბაქტერიების სიცოცხლისთვის აუცილებელ მჟავე გარემოს. შემდეგ ალუმინის მარილების შემცველი პასტების გამოყენება დაიწყეს, ხოლო ტერფებსა და ხელისგულებს ჭიანჭველას მჟავას ხსნარით ან მუხის ქერქის ნახარშით იმუშავებდნენ. მხოლოდ XIX საუკუნის მიწურულს და XX საუკუნის დასაწყისში მოახერხეს მეცნიერებმა პირველი დეზოდორანტებისა და ანტიპერსპირანტების ფორმულების შემუშავება, თანამედროვე დეზოდორანტები კი გასული საუკუნის 50-იან წლებში გაჩნდა.

ბავშვობიდან მაწუხებდა ჭარბი ოფლიანობა. საკმარისი იყო, ტემპერატურა 20 გრადუსზე მაღლა ასულიყო, რომ ოფლი ღვარად მდიოდა. სიცივეშიც, თუ ფეხით დიდხანს სიარული მომიწევდა, სულ მთლად ვიოფლებოდი.

არაერთ ექიმთან ვიყავი. ყველა ერთხმად მეუბნებოდა, რომ არაფერი მჭირდა – უბრალოდ, ასეთი ნივთიერებათა ცვლა მქონდა, მაგრამ როგორია, ახალგაზრდა ქალი გამუდმებით იმის შიშში იყო, ოფლის სუნი არ აგდიოდეს?

თავდაპირველად ოფლის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება ვცადე, შემდეგ
დიეტა დავიცავი და წონა დავიკელი, — ესეც ამაო აღმოჩნდა. ბოლოს გადავწყვიტე, მცენარეებით მკურნალობა მეცადა. დავიწყე ხალხური რეცეპტების კითხვა და მივაგენი კიდეც საჭირო საშუალებას.

-ძილის წინ კვირაში 2-3-ჯერ ასეთ აბაზანას ვიღებდი: 3 ჩაის კოვზ თავშავას, 4 ჩაის კოვზ ჭინჭარს, 5 ჩაის კოვზ შავბალახას, 5 ჩაის კოვზ მატიტელასა და 4 ჩაის კოვზ სვიის გირჩს ერთმანეთში ვურევდი, ვასხამდი 2 ლ მდუღარე წყალს, ცოტა ხანს ვაჩერებდი, ვფილტრავდი და თბილი წყლით სავსე აბაზანაში ვასხამდი.

ფეხის აბაზანებს ცალკე ვიკეთებდი: 1 ლ მდუღარე წყალში ვურევდი 1/2 ჭიქა მუხის
ქერქს, 15 წუთი ვადუღებდი, 30 წუთი ვაჩერებდი და ვფილტრავდი, ბოლოს 10 მლ პროპოლისის 30%-იან ნაყენს ვამატებდი. 38 გრადუსამდე ვაგრილებდი და 20 წუთით ვაწყობდი ფეხებს. 10-12 პროცედურა საკმარისია, რომ ფეხების ოფლიანობამ მთელი ზაფხული აღარ შეგაწუხოთ.

ოფლის დენას ვეგეტაციური ნერვული სისტემა განაგებს, ამიტომ მისი მოძლიერებაც საჭიროა.  საუკეთესო საშუალებაა კონტრასტული (ცხელი და ცივი წყლის მონაცვლეობა) შხაპი. ამ სამმა საშუალებამ არა მარტო ოფლიანობისგან მიხსნა, არამედ გამაკაჟა კიდეც. მოთმინებასა და მიზანსწრაფვას მართლაც რომ სასწაულის მოხდენა შესძლებია.

Exit mobile version