Vau.ge

წიწიბურა თქვენი ჯანმრთელობის სადარაჯოზე დგას და ებრძვის სხვადასხვა დაავადებებს.

წიწიბურა თქვენი ჯანმრთელობის სადარაჯოზე დგას და ებრძვის სხვადასხვა დაავადებებს.

რა სარგებლობა მოაქვს წიწიბურას? 

  1. დადასტურებულია, რომ წიწიბურას მირთმევა ამაღლებს განწყობას. მოხარშული წიწიბურა ასტიმულირებს ტვინის ფუნქციონირებას და აუმჯობესებს ფსიქო-ემოციურ გამძლეობას.
  2. წიწიბურა მდიდარია ორგანიზმისთვის აუცილებელი ამინომჟავებითა და ცილებით, მაგრამ ცხოველური ცილებისგან განსხვავებით ბევრად უკეთ შეიწოვება.
  3. წიწიბურას დიეტის პოპულარობა განპირობებულია იმით, რომ ეს ბურღულეული შეიცავს მინერალებს, რომლებიც ხელს უწყობენ ნივთიერებათა ცვლის პროცესების დაჩქარებას, ორგანიზმიდან ჭარბი სითხის გამოდევნასა და წონის შემცირებას.
  4. წიწიბურას შემადგენლობაში შემავალი ვაშლისა და ლიმონის მჟავები ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მჟავე-ტუტოვანი ბალანსის დარეგულირებას, აგრეთვე ამაგრებენ სისხლძარღვებს.
  5. წიწიბურა შეიცავს ლიპოტროპულ ნივთიერებებს, PP ჯგუფის ვიტამინებსა და რუტინს, რომელიც აღადგენს ღვიძლის უჯრედებს და აუმჯობესებს გულის მუშაობას. მისი სარგებელი ფასდაუდებელია დიაბეტით დაავადებულთათვის.
  6. ეს საოცარი ბურღულეული აწესრიგებს ქოლესტერინის დონეს, წმენდს სისხლძარღვებს ქოლესტერინის ნარჩენებისგან.

 

დაამატეთ თქვენი კვების რაციონს წიწიბურა და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე. დაიმახსოვრეთ, დასატკბობად შაქარი არ გამოიყენოთ, რადგან შაქარი ანეიტრალებს ამ საოცარი ბურღულის სასარგებლო თვისებების უმეტესობას.

წიწიბურა თაფლით დაატკბეთ, მიირთვით, ისიამოვნეთ და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე. ასევე სხვა სახით როგორც გსურთ მოამზადეთ და მიირთვით ხშირად.

წიწიბურა შეიცავს 10-13 %-მდე ცილას, 2 %-მდე ცხიმს, 70%-მდე სახამებელს, 0,5 % შაქარს, ლიმონმჟავას, მჟაუნმჟავას, ვაშლმჟავას და სხვ. ქიმიური ელემენტებიდან - ფოსფორს, რკინას, კალციუმს, კალიუმს, სპილენძს, თუთიას. თუთია ის ელემენტია, რომელიც უზრუნველყოფს ბევრი ნივთიერების ნორმალურ შეთვისებას, განსაკუთრებით მომატებული რადიაციის პირობებში. ამიტომაც, იაპონელი მეცნიერები დღესაც მოლეკულურ დონეზე აწარმოებენ სელექციას იმ წიწიბურასი, რომელიც 2,6 –ჯერ მეტი რაოდენობით შეიცავს თუთიას.

ცნობილია, რომ ცილების მაღალ კვებით ღირებულებას მათში შეუცვლელი ამინმჟავების შემცველობა განსაზღვრავს. (შეუცვლელი ამინმჟავები ორგანიზმში არ სინთეზდება, ორგანიზმი მათ მხოლოდ საკვებიდან ითვისებს). ამ ამინმჟავებიდან ლიზინისა და მეთიონინის შემცველობით წიწიბურას ცილა ყველა მარცვლეული კულტურის ცილებს აღემატება.

გარდა ამისა, წიწიბურაში წარმოდგენილია ადვილადხსნადი ფრაქციები _ ალბუმინები და გლობულინები, რომლებიც ორგანიზმში 78 %-ით შეიწოვება. წიწიბურას ცილაში სულ 18 სახის ამინმჟავაა. მათ შორის ცისტინი და ცისტეინი უზრუნველყოფენ ორგანიზმის წიდებისაგან და რადიოაქტიური ნივთიერებებისაგან ინტენსიურ გაწმენდას, ჰისტიდინი ხელს უწყობს ბავშვებში ზრდის პროცესის ნორმალიზებას.

წიწიბურას ცილის ბიოლოგიური აქტივობა და ღირებულება უტოლდება ქათმის კვერცხისა და მშრალი რძის ცილების, როგორც ყველაზე დაბალანსებული და ღირებული ცილების სრულფასოვნებას. წიწიბურას ორგანული მჟავები - ლიმონმჟავა, მჟაუნმჟავა, ვაშლმჟავა და სხვა აუმჯობესებენ საჭმლის მონელებას, ამიტომაც წიწიბურა მნიშვნელოვანი საკვები პროდუქტია კუჭ-ნაწლავის დაავადებათა დროს.

მასში შემავალი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები - ფოსფოლიპიდები, ტოკოფერომები, პიგმენტები და ვიტამინები უზრუნველყოფენ ნივთიერებათა ცვლის ხარისხიანად წარმართვას, უჯრედთა ინტენსიურად გამრავლებასა და ორგანიზმის ქსოვილთა განახლებას. წიწიბურას ნახშირწყლოვან კომპლექსში ჭარბობს ადვილადშეთვისებადი შაქრები - გლუკოზა, ფრუქტოზა და სხვა ენერგეტიკული ნაერთები

Exit mobile version