Vau.ge

როგორ ვუმკურნალოთ სიცხესა და ყელის ტკივილს აბების გარეშე?!

როგორ ვუმკურნალოთ სიცხესა და ყელის ტკივილს აბების გარეშე?!

– სხეულის ტემპერატურა ტვინის განსაზღვრული ნაწილიდან – ჰიპოთალამუსიდან კონტროლდება. ადამიანთა უმეტესობას ის დღეში რამდენჯერმე ეცვლება: დილით შედარებით დაბალი აქვს, საღამოს – უფრო მაღალი. ტემპერატურამ შეიძლება მოიმატოს თამაშისა თუ ვარჯიშის დროსაც.

სიცხე, 37.2 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა, ორგანიზმის ერთ-ერთი დამცველობითი რეაქციაა. ჯანმრთელ ბავშვებთან ის იშვიათად მიუთითებს მძიმე პათოლოგიაზე. მაღალი ტემპერატურა განსაზღვრულ ზღვრამდე არ ვნებს ბავშვს, პირიქით, სარგებლობაც კი მოაქვს, რადგან ინფექციასთან ბრძოლის ერთ-ერთი საშუალებაა, ამიტომ ზოგჯერ უმჯობესია, თავი ვარიდოთ მის დაწევას, მით უმეტეს – თუ ის შემაწუხებელი არ არის, მაგრამ თუ აწუხებს ბავშვს ან გაუწყლოებას იწვევს, სათანადო ზომები უნდა მივიღოთ. ყველა მშობელმა უნდა იცოდეს, როდის და როგორ მართოს ცხელება.

– რა არის სიცხის მთავარი მიზეზი?

– სიცხე თავისთავად, როგორც გითხარით, არ არის დაავადება, ის სხვა პრობლემის გამოხატულებაა. ბავშვებთან სიცხის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:

* ინფექცია ან სხვა დაავადება

* გადახურება – ჩვილს შესაძლოა სიცხემ აუწიოს თბილად ჩაცმის ან ოთახის მაღალი ტემპერატურის გამო, რადგან ამ ასაკში ორგანიზმი ჯერ კიდევ ვერ არეგულირებს საკუთარ ტემპერატურას

* იმუნიზაცია – ბავშვებს სიცხე ზოგჯერ ვაქცინაციის, აცრის შემდეგაც უწევთ.

რაც შეეხება კბილების ამოჭრას, ის მაღალ სიცხეს არ იწვევს, ამიტომ თუ ტემპერატურამ აიწია, სხვა მიზეზი უნდა ვეძებოთ.

ჩემი გოგონა სულ პატარა იყო, როდესაც სიცხემ აუწია და უბნის ექიმმა გართულების თავიდან ასაცილებლად ანტიბიოტიკი დაუნიშნა. შემდგომაც, საკმარისი იყო, ტემპერატურას ოდნავ მოემატა, რომ ექიმი ანტიბიოტიკის მიცემას მირჩევდა.

მოგვიანებით, როდესაც ანტიბიოტიკების მიმართ მგრძნობელობაზე ანალიზი გავუკეთეთ, აღმოჩნდა, რომ მათი უმრავლესობა ჩემს შვილზე აღარ მოქმედებდა.

როცა ბიჭი შემეძინა, ყოველგვარ წამალზე უარი ვთქვი. როცა ბავშვებს სიცხე უწევთ, ფილტვების მოსასმენადექიმს ვიძახებ და თუ ანთება არაქვთ, მაღალ ტემპერატურას საკუთარი მეთოდებით ვებრძვი.

მინდა, რამდენიმე მათგანი თქვენც გასწავლოთ:

– აიღეთ ჭარხალი, გახეხეთ (1 ჭიქა უნდა გამოვიდეს), დაამატეთ 2 სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი, კარგად აურიეთ და ნახევარი საათი გააჩერეთ, შემდეგ დოლბანდში გაწურეთ და მიეცით ბავშვს 1 სუფრის კოვზი დღეში 3-5-ჯერ, ჭამის შემდეგ.

ანგინის დროს ყელშიც გამოავლეთ. სიცხეს და ყელის ტკივილს ეს საშუალება ძალიან უხდება.

-თუ ბავშვებს ახველებს კიდეც, ვუკეთებ ინჰალაციას და ვასმევ გულყვითელას ჩაის:

1 სუფრის კოვზ გამომშრალ, დაფშვნილ გულყვითელას ყვავილს ვასხამ 1 ჭიქა მდუღარეს, ვახურავ თავზე და 15 წუთს ვაჩერებ. ვატკბობ 1-2 ჩაის კოვზი თაფლით ან მურაბით და ვასმევ თბილ-თბილს მთელი დღის განმავლობაში.

Exit mobile version