იცით რა მოხდება, თუ თქვენ ყურის სხვადასხვა ადგილას სარეცხის სამაგრს 1 წუთით დაიმაგრებთ? ასეთ რამეს ვერ წარმოვიდგენდი!
ყური სმენისა და წონასწორობის ორგანოა. ის შედგება გარეთა, შუა და შიგნითა ყურისგან. გარეთა, შუა და შიგნითა ყური ერთად ფუნქციონირებს, გარდაქმნის ხმოვან ტალღებს ნერვულ იმპულსებად, რომლებიც აღწევს ტვინამდე და აღიქმება როგორც ბგერები. შიგნითა ყური მონაწილეობს სხეულის წონასწორობის დაცვაშიც.
გარეთა ყური
გარეთა ყური შედგება ყურის გარეთა ნაწილისგან (ყურის ნიჟარა) და გარეთა სასმენი მილისგან. ყურის ნიჟარა ხრტილოვანი ორგანოა, რომელიც კანითაა დაფარული, აქვს დამახასიათებელი ფორმა, რომელიც აადვილებს ხმოვანი ტალღების თავმოყრას და სასმენი მილის მეშვეობით მათ გატარებას დაფის აპკამდე (თხელი მემბრანა, რომელიც ერთმანეთისგან ყოფს გარეთა და შუა ყურს).
შუა ყური
შუა ყური შედგება დაფის აპკისა და მცირე ზომის ღრუსგან, რომელშიც სამი პატარა ძვლისგან შექმნილი ჯაჭვია. მოთავსებული. ისინი დაფის აპკს შუა ყურთან აკავშირებს. ამ ძვლების სახელწოდება მათ ფორმებს შეესაბამება. ჩაქუჩი მიმაგრებულია დაფის აპკზე, გრდემლი ჩაქუჩსა და უზანგს შორის არის მოთავსებული, უზანგი უკავშირდება ოვალურ სარკმელს (შიგნითა ყურის შესასვლელში მოთავსებული თხელი მემბრანა). დაფის აპკის ვიბრაცია სასმენი ძვლების მეშვეობით ძლიერდება და ოვალურ სარკმელს გადაეცემა. შუა ყურში მოთავსებულია ორი უწვრილესი კუნთი. დაფის აპკის დამჭიმავი კუნთი ჩაქუჩს უმაგრდება. მისი მეშვეობით ბგერითი რხევები სუსტდება ან ძლიერდება (დამცველი ფუნქცია). უზანგის კუნთი მოთავსებულია უზანგსა და ოვალურ სარკმელს შორის. იგი მაღალი სიხშირის ბგერის საპასუხოდ იკუმშება, რაც სასმენ ძვლებს რიგიდულს ხდის, ეს კი ბგერის სიხშირეს ამცირებს. ამ რეაქციას აკუსტიკური რეფლექსი ეწოდება, ის იცავს შიგა ყურს ბგერითი დაზიანებისგან.
თუ თქვენ ადამიანების იმ კატეგორიას მიეკუთვნებით, რომლებიც ყოველი ტკივილის დროს ექიმთან არ გარბიან, უნდა იცოდეთ, რომ პატარა ტკივილების განეიტრალება ყურის ნიჟარის სტიმულირებითაც შეგიძლიათ. სერტიფიცირებული რეფლექსოთერაპევტი ჰელენა ლუი ჩინი წერს: „ყურის ზედა ნაწილში ადამიანს სხეულის რეფლექსური რუკა აქვს, რომელიც შედგება სხვადასხვა ნერვული დაბოლოებით და ერთიანდება ცენტრულ ნერვულ სისტემასთან.“ ამიტომ ჰელენა გვასწავლის ყურზე 6 ადგილს, რომლის სტიმულირების შემთხვევაში, ტკივილი მოგვეხსნება.
თქვენ ამისთვის უბრალო სარეცხის სამაგრი დაგჭირდებათ.
ზურგი და მხრები
სხეულის ამ ნაწილებზე ყურის ზედა ნაწილია პასუხისმგებელი. ტკივილისგან გასათავისუფლებლად სარეცხის სამაგრი
ამ წერტილზე მოიჭირეთ 60 წამის განმავლობაში.
შინაგანი ორგანოები
მეორე წერტილში გვხვდება შინაგანი ორგანოების ნერვული დაბოლოებები. სარეცხის სამაგრი მოიჭირეთ ამ ადგილას, რათა ტკივილისგან გათავისუფლდეთ.
სახსრები
მესამე წერტილი სახსრებთან არის დაკავშირებული.
ყელისა და ცხვირის დაავადებები
თუკი გაციების სიმპტომები გაქვთ, ამ წერტილში დაიმაგრეთ სარეცხის სამაგრი, თქვენ აღარ დაავადდებით.
მონელება
თუკი მონელებასთან გაქვთ პრობლემა, კუჭში არასასიამოვნო შეგრძნება გაწუხებთ, ამ წერტილში სარეცხის სამაგრი მოიჭირეთ.
გული და თავი
ამ ორ მნიშვნელოვან ნაწილზე პასუხს ყურის ბიბილო აგებს. დაიმაგრეთ სარეცხის სამაგრი ზუსტად აქ და აიცილეთ თავიდან გულის დაავადებები.