Vau.ge

სინუსიტის მკურნალობა სახლის პირობებში ყველაზე ეფექტურად შევძელით მთელმა ოჯახმა – გაგიზიარებთ განმაცვიფრებელ რეცეპტებს

სინუსიტის მკურნალობა სახლის პირობებში ყველაზე ეფექტურად შევძელით მთელმა ოჯახმა - გაგიზიარებთ განმაცვიფრებელ რეცეპტებს

მწვავე და მორეციდივე (ანუ პერიოდული გამწვავებებით მიმდინარე) ქრონიკული სინუსიტების სამკურნალოდ არატრადიციული მედიცინა უამრავ საუკეთესო საშუალებას ფლობს.

ხახვიანი ზეთის წვეთები

სინუსიტების, რინიტებისა და ზედა სასუნთქი გზების დაავადებათა სამკურნალოდ ერთი მეტად მარტივი მეთოდი არსებობს.

აიღეთ 50 გრამი ნებისმიერი სახის მცენარეული ზეთი, მაგალითად, მზესუმზირასი. ჩაასხით პატარა ბოთლში და მოათავსეთ წყლის აბაზანაზე (ამისათვის გირჩევთ, ბოთლი წყლით სავსე ქვაბში მოათავსოთ).

სასურველია, ქვაბის ძირში რამდენიმე შრედ დაკეცილი ნაჭერი ჩააფინოთ, ხოლო წყლის ბოთლის სიმაღლის ნახევარზე მეტი დაფაროს.

წყლის 3-4-წუთიანი დუღილის შემდეგ ბოთლი გადმოდგით და გააცივეთ (ამით ერთგვარ პასტერიზებულ ზეთს მიიღებთ). წვრილ სახეხზე გახეხეთ ხახვი.

გამოწურეთ მისგან 1/2 ჩაის კოვზი წვენი და დაამატეთ 1 ჩ.კ. გაცივებული ზეთი. ფაქიზად მოურიეთ.

აღნიშნული ნარევის 5-5 წვეთი თითოეულ ნესტოში დღეში სამჯერ ჩაიწვეთეთ. თუ ბე-
ვრი ჩირქი და სისხლი გამოგეყოფათ, შეგიძლიათ ყოველ 2 საათში იწვეთოთ.

პროცედურის შემდეგ 5-10 წუთის განმავლობაში სასურველია თავი შეიკავოთ ცხვირის მოხოცვისგან.

დაძინების წინ შეგიძლიათ მხოლოდ პასტერიზებული ზეთი, ხახვის წვენის გარეშე, ჩაიწვეთოთ. ამ მეთოდით სინუსიტი 1-2 კვირაში მთლიანად ქრება.

პატარებისათვის სხვა პროპორციები გამოიყენეთ: შედარებით ნაკლები ხახვის წვენი და გაცილებით მეტი ზეთი.

აქვე უნდა გიქმბობთ, რომ ჰაიმორიტისა და, საზოგადოდ, სინუსიტების წინააღმდეგ კიდევ  ერთი ძველი ხალხური მეთოდი არსებობს თაფლითა და ფიჭით.

აიღეთ ფიჭადა თაფლთანერთად საათში ერთხელ 15-17 წუთის განმავლობაში ინტენსიურად დაღეჭეთ. შემდეგ სახეშეცვლილი მასა გადმოაფურ-
თხეთ. პროცედურა 4-6 საათის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს.

დღის ბოლოს ცხვირით თავისუფლად სუნთქვას შეძლებთ, ტკივილი და ყველა უსიამოვნო შეგრძნება გაგიქრებათ.

მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ ერთი კვირის განმავლობაში დღეში ერთხელ ისევ შეასრულეთ ე. წ. პროფილაქტიკური ღეჭვები, მაქსიმალურად გადაღეჭილი მასის გადმოფურთხების შემდეგ კი ყოველ ჯერზე ერთი სადილის კოვზი თაფლი გადაყლაპეთ; ამით სინუსიტის შესაძლო რეციდივსაც თავიდან აიცილებთ და იმუნიტეტსაც აიმაღლებთ.

Exit mobile version