Vau.ge

არ იცით როგორ გათავისუფლდეთ სწრაფად თავის ტკივილისგან ?!: ხალხური მეთოდების  4 ვარიანტი, რომელიც ყველა თქვენგანს გამოადგება.

არ იცით როგორ გათავისუფლდეთ სწრაფად თავის ტკივილისგან ?!: ხალხური მეთოდების  4 ვარიანტი, რომელიც ყველა თქვენგანს გამოადგება.

რაც ასაკში შევედი, თავის ტკივილი დამჩემდა. ყველაფერი თავს მატკივებდა — უძილობა, გადაღლილობა, ნერვიულობა... არადა არტერიული წნევა ნორმალური მქონდა. მოვკვდი ტკივილგამაყუჩებლების სმით, ბოლოს იმათაც შევეჩვიე და აღარ მშველოდა.

გადავწყვიტე, საშველი ხალხურ მედიცინაში მეძებნა. რა არ წავიკითხე, სად არ მოვიძიე რეცეპტები. რამდენიმე რეცეპტი მომცა მეზობელმა, პროფესიით ექიმმა. თანდათან ტკივილებმა თავი დამანება. ამ წამლებს პერიოდულად ახლაც ვიღებ. მინდა, გამოცდილება თქვენს მკითხველსაც გავუზიარო.

– აიღეთ ერთი სუფრის კოვზი კრაზანა, დაასხით ერთი ჭიქა ადუღებული წყალი, 15 წუთი ადუღეთ და გადაწურეთ. მიიღეთ 1/4 ჭიქა დღეში სამჯერ, რეგულარული თავის ტკივილისას კარგია კარტოფილის ახალგამოწურული წვენი. მიიღეთ ყოველდღე 1/4 ჭიქა. 1 ჩაის კოვზ კულმუხოს ფესვს დაასხით ერთი ჭიქა ცივი წყალი, 10 საათით დააყენეთ, გადაწურეთ. მიიღეთ 1/4 ჭიქა დღეში ოთხჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

ძლიერ თავის ტკივილს უხდება შავი მოცხარის ახალგამოწურული წვენი. მიიღეთ 1/4 ჭიქა დღეში სამჯერ, ერთ სუფრის კოვზ წითელ სამყურას დაასხით ერთი ჭიქა ადუღებული წყალი, დააყენეთ 30 წუთით და გაწურეთ. მიიღეთ 1/2 ჭიქა დღეში სამჯერ.

ჭამის დროს მიიღეთ 1 ჩაის კოვზი თაფლისა და 1 ჩაის კოვზი ვაშლის ძმრის ნარევი.
I შაკიკის დროს კარგია ორთქლის აბაზანები: აიღეთ თანაბარი რაოდენობის ვაშლის  ძმარი და წყალი, დადგით ცეცხლზე და წამოადუღეთ. თავი ქვაბისკენ დახარეთ და ორთქლი 75-ჯერ შეისუნთქეთ, ჩვეულებრივ, ამის შემდეგ ტკივილი ქრება ან სუსტდება მაინც.

 

თავის ტკივილის დროს:

– აიღეთ ახალი კომბოსტოს ფოთლები და მიიდეთ საფეთქელზე, კეფასა და შუბლზე. სვით მაყვლის ფოთლების ნახარში.

– კარგია ნესტოებში 2-2 წვეთი ალოეს წვენის ჩაწვეთება.

– აიღეთ ახალი ლიმონის ქერქი, მოაცალეთ თეთრი შრე და მიიდეთ საფეთქლებზე შიგ-
ნითა მხრიდან. მალე ქერქის ქვეშ, კანზე, გაჩნდება წითელი ლაქა, რომელიც ოდნავ გახურდება და აგექავებათ. თავის ტკივილი მაშინვე გაგივლით.

თანაბარი რაოდენობით ავიღოთ პიტნა, რეჰანი და მიხაკი, ორ სუფრის კოვზ ნარევს
დავასხათ ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გავაჩეროთ 15 წუთი და გადავწუროთ. ნაყენი შეიძლება დავატკბოთ და ისე მივიღოთ. გადაწურვის შემდეგ დარჩენილი კოპტონი, ჯერ კიდევ თბილი, მივიდოთ მტკივან თავზე. ტკივილი მალე გაივლის.

Exit mobile version