Vau.ge

ხალხური მედიცინის წიგნში აღმოვაჩინე ეს რეცეპტი : ყინულის კუბები კანისთვის – მოამზადეთ სახლში მარტივად!

ხალხური მედიცინის წიგნში აღმოვაჩინე ეს რეცეპტი : ყინულის კუბები კანისთვის - მოამზადეთ სახლში მარტივად!

 

1. ყინული მწვანე ჩაისგან. ასეთი შემადგენლობა ნებისმიერი ტიპის კანისთვის სასარგებლოა - ატონიზირებს და აუმჯობესებს კანს. დააყენეთ 1 ჭიქა მაგარი ჩაი, გააცივეთ და გაყინეთ ყინულის ფორმაში.

2. საზამთროს ყინული. ასევე კარგად ატონიზირებს და აჯანსაღებს  ნებისმიერი ტიპის კანს. უნდა გაიყინოს საზამთროს წვენი.

გამოყენება: ყინულის კუბი მოისევით სახეზე და წვენი გაიჩერეთ კანზე 15 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ.

3. დაფნის ფოთოლის ნახარშის ყინული ავიწროვებს ფორებს და ატონიზირებს კანს. უხდება ცხიმიან და კომბინირებულ კანს. გააჩნია დამამშვიდებელი მოქმედება, ხსნის სიწითლეს.

4. ლიმონის ყინული. რამდენიმე სუფრის კოვზი ლიმონის წვენი და 1 ჭიქა მინერალური წყალი შეურიეთ. ძალიან ეფექტურია გაფართოებული ფორების დროს.

5. ბალახის ყინული ცხიმიანი და გამოყრილი  კანისთვის. სალბის ნაყენი შეურიეთ ალოე ვერას წვენს (2-3 სუფრის კოვზი) და გაყინეთ.

6. ხილის ყინული (გაყინული წვენი ხილის მცირე ზომის ნაჭრებით).

7. ყინული კარტოფილის წვენისგან კარგად მოქმედებს პრობლემურ კანზე.

8. გვირილას ყინული. მოამზადეთ ნაყენი, გაფილტრეთ და გაყინეთ. გააჩნია დამაშვიდებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.

9. კიტრის ყინული - გაყინული კიტრის წვენი და  მინერალური წყალი , გაყინეთ და მოისვით სახეზე.

10. გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი

ალოეს ფოთლებისგან მოამზადეთ ფაფის მაგვარი მასა(გახეხეთ) და 2 სუფრის კოვზ ფაფას დაუმატეთ იმავე რაოდენობის რძე და 1 კვერცხის გული. აურიეთ ეს კომპონენტები ერთმანეთს და გაიკეთეთ ნიღაბი. 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ წყლით.

11. აკნეს სამკურნალო ნიღაბი

1 ჩ.კ ალოეს წვენი, 1ჩ.კ არაჟანი და ნახევარი კვერცხის გული. აურიეთ კარგად და წაისვით სახეზე. დაელოდეთ რომ გაშრეს ნიღაბის ზედა ფენა და შემდეგ კიდევ წაისვით მეორე ფენად სახეზე და გაიჩერეთ 30 წუთით.

გამოყენების წესი

უმჯობესია ყინულის გამოყენება დილას და საღამოს.

სასურველია ყინულის სახეზე წასმა მისი გადატარებით მასაჟის ხაზებზე, კანის ერთ ადგილზე დიდხანს გაუჩერებლად.

პროცედურის შემდეგ არ ღირს სახის ხელსახოცით გამშრალება, უმჯობესია სისველის დატოვება სახეზე ნახევრად შეშრობამდე.

შემდეგ შეიძლება დამატენიანებელი კრემის წასმა - თუკი პროცედურა დილით ჩაატარეთ, ხოლო მკვებავი კრემი - თუკი ძილისთვის ემზადებით.

არ გამოიყენოთ ყინულის კუბის შუაგული სახის მოვლისთვის, რადგან ითვლება, რომ გაყინვის დროს ყინულის ცენტრში გროვდება მავნე ნივთიერებები.

Exit mobile version